"გურამ ამირხანაშვილი მკვლელობის თვითმხილველი არ არის - გამოძიებამ საერთოდ ვერ დაადგინა მოხდა თუ არა მკვლელობა" - კვირის პალიტრა

"გურამ ამირხანაშვილი მკვლელობის თვითმხილველი არ არის - გამოძიებამ საერთოდ ვერ დაადგინა მოხდა თუ არა მკვლელობა"

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული მორაგბის, არჩილ გაგნიძის ადვოკატის, ბექა ნემსიწვერიძის განცხადებით, გურამ ამირხანაშვილი მკვლელობის თვითმხილველი არ არის და ის აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს.

ამასთან, ნემსიწვერიძე განმარტავს, რომ ამირხანაშვილმა გამოძიების ეტაპზე რამდენჯერმე მიუთითა ურთიერთგამომრიცხავ გარემოებებზე.

"რა ლოგიკას ეფუძნება ბრალდების მხარე არ ვიცი, როცა საუბრობს, რომ გურამ ამირხანაშვილი პირდაპირი მოწმეა. გურამ ამირხანაშვილს არაფერი დაუნახავს და არაფერი გაუგონია, განსაკუთრებით, მკვლელობის ეპიზოდთან დაკავშირებით. საინტერესოა, როგორ შეიძლება ის პირდაპირი მოწმე იყოს, თუმცა, ვნახავთ, რა ინფორმაციას მიაწვდის სასამართლოს და ამის შემდეგ შევძლებთ მსჯელობას. იქიდან გამომდინარე, რომ მან გამიკითხვისას რამდენჯერმე მიუთითა ურთიერთგამომრიცხავ გარემოებებზე, მისი ჩვენება ჩვენი შეფასებით, სასამართლოსთვის ნაკლებად სანდო უნდა იყოს",- განაცხადა ნემსიწვერიძემ.

ცნობისთვის, გურამ ამირხანაშვილს გამოძიების ეტაპზე 5 ჩვენება აქვს მიცემული. ადვოკატების განცხადებით, გურამ ამირხანაშვილს ბოლო, მე-5 ჩვენება რადიკალურად აქვს შეცვლილი. ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული 5 პირის სასამართლო პროცესზე დაზარალებული ვახტანგ ახვლედიანი მოწმის სტატუსით დაკითხეს. საქმეზე ბრალდებულები არიან: არჩილ გაგნიძე, ვახტანგ ჩიქოვანი, ნიკოლოზ რევაზიშვილი, ზ.ხ. და ა.ქ.

"ინტერპრესნიუსი"