თბილისში, დიღმის მასივში სუპერმარკეტ "ნიკორას" თანამშრომელი დაჭრეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19/108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.არსებული ინფორმაციით, შემთხვევა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე გუშინ მოხდა. "ნიკორას" თანამშრომელი ცივი იარაღით მომხმარებელმა დაჭრა."ინტერპრესნიუსი"