დიღმის მასივში, მომხმარებელმა "ნიკორას" თანამშრომელი დაჭრა - კვირის პალიტრა

დიღმის მასივში, მომხმარებელმა "ნიკორას" თანამშრომელი დაჭრა

თბილისში, დიღმის მასივში სუპერმარკეტ "ნიკორას" თანამშრომელი დაჭრეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19/108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე გუშინ მოხდა. "ნიკორას" თანამშრომელი ცივი იარაღით მომხმარებელმა დაჭრა.

"ინტერპრესნიუსი"