"უდი­დე­სი ტკი­ვი­ლი და და­ნაკ­ლი­სია. ის მხო­ლოდ 15 წლის იყო" - სოფელ შილდაში ავარიას ძიუდოისტი ემსხვერპლა - კვირის პალიტრა

"უდი­დე­სი ტკი­ვი­ლი და და­ნაკ­ლი­სია. ის მხო­ლოდ 15 წლის იყო" - სოფელ შილდაში ავარიას ძიუდოისტი ემსხვერპლა

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში ავარიას ქვეითად მოსიარულე ემსხვერპლა. შემთხვევა გვიან ღამით, იმ დროს მოხდა, როცა ახალგაზრდა სოფელში ფეხით გადაადგილდებოდა.

AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, გარდაცვლილი 15 წლის ვალერი ერკოშვილია, რომელიც ძიუდოისტი იყო. არასრულწლოვანი ადგილობრივი ძიუდოს კლუბის "შილდას" წევრი და არაერთი ჩემპიონატის გამარჯვებული იყო.

როგორც AMBEBI.GE-ს ადგილობრივები უყვებიან, მოზარდი სახლში ბრუნდებოდა, რა დროსაც სწრაფად მიმავალი მიკროავტობუსი დაეჯახა. სატრანსპორტო საშუალების მძღოლი, სავარაუდოდ ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ვალერი ერკოიშვილს იმდენად მძიმე დაზიანებები ჰქონდა, რომ სასწრაფო დახმარების მისვლამდე გარდაიცვალა.

მომხდარის გამო ძიუდოს კლუბი "შილდა" განცხადებას ავრცელებს:

"ვალერი ჭაბუკ ძიუდოისტთა შორის გასული წლის საქართველოს ჩემპიონატის ერთ-ერთი გამარჯვებული და პერსპექტიული ახალგაზრდა იყო. მისი გარდაცვალება უდიდესი ტკივილი და დანაკლისია. ის მხოლოდ 15 წლის იყო. გულისტკივილით ვუსამძიმრებთ ოჯახს, ახლობლებსა და სრულიად საქართველოს" - ნათქვამია კლუბის მიერ გავრცელებულ სამძიმრის წერილში.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რასაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა.