"წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცს ჭრილობა ცივი იარაღით აქვს მიყენებული" - რა მოხდა რუსთავში? - კვირის პალიტრა

"წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცს ჭრილობა ცივი იარაღით აქვს მიყენებული" - რა მოხდა რუსთავში?

რუსთავში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ, მეგობრობის გამზირის #47-თან მოხდა.

წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცს ჭრილობა ცივი იარაღით აქვს მიყენებული.

თვითმხილველების ინფორმაციით, დაჭრის ფაქტს ოთხ ახალგაზრდას შორის სიტყვიერი დაპირისპირება უძღოდა, რომელიც მოგვიანებით ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა. დაჭრილი მამაკაცი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა “რუსთავში” გადაიყვანა.

როგორც კლინიკა “რუსთავში” აცხადებენ, ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, მას ჭრილობა ბარძაყის და მხრის არეში აქვს მიყენებული.

"ინტერპრესნიუსი"