"ჯიბეში ნარკოტიკი ჩაუდეს, ფული კი დედაჩემის ოპერაციისაა" - ფონიჭალაში სპეცოპერაცია მიმდინარეობს - კვირის პალიტრა

"ჯიბეში ნარკოტიკი ჩაუდეს, ფული კი დედაჩემის ოპერაციისაა" - ფონიჭალაში სპეცოპერაცია მიმდინარეობს

ფონიჭალაში სპეცოპერაცია მიმდინარეობს. ადგილი ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული და პერიმეტრზე შსს-ს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლები მუშაობენ. ადგილობრივებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირებას აქვს ადგილი.

ერთ-ერთი ადგილობრივის განცხადებით, მის ძმას დაკავებისას დროს ჯიბეში ნარკოტიკი ჩაუდეს. "რატომ დააკავეს არ ვიცი, დაიჭირეს და ჯიბეში ნარკოტიკი ჩაუდეს, არაფერი არ ჰქონია. მე დავინახე, რომ ჩაუდეს, უბრალოდ გადაღებული არ მქონდა. ფული, რომელიც ამოიღეს, დედაჩემის ოპერაციის ფულია, 4000 ლარი გვჭირდებოდა ხვალისთვის", - აღნიშნა ადგილობრივმა.

ამასთან, შსს-ში ადასტურებენ ინფორმაციას, რომ ნარკოდანაშაულთან ბრძოლის მიზნით ფონიჭალაში სპეცოპერაცია მიმდინარეობს. "დამატებით ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო უახლოეს დროში გამოაქვეყნებს. ვადასტურებთ ინფორმაციას, რომ ნარკოდანაშაულთან ბრძოლის მიზნით მიმდინარეობს სპეცოპერაცია"- აცხადებენ შსს-ში.

"ინტერპრესნიუსი"