"სა­ნამ ბავშვი პო­ლი­ცი­ა­ში წა­იყ­ვა­ნეს, უმო­წყა­ლოდ სცე­მეს სა­კუ­თარ­მა ბი­ძებ­მა: რა­ტომ გაგ­ვა­პა­ზო­რეო" - რას ყვება გარდაცვლილი 14 წლის გოგონას დედა - კვირის პალიტრა

"სა­ნამ ბავშვი პო­ლი­ცი­ა­ში წა­იყ­ვა­ნეს, უმო­წყა­ლოდ სცე­მეს სა­კუ­თარ­მა ბი­ძებ­მა: რა­ტომ გაგ­ვა­პა­ზო­რეო" - რას ყვება გარდაცვლილი 14 წლის გოგონას დედა

ქობულეთის სოფელ ქაქუთში გარდაცვლილი 14 წლის გოგონას დედის თქმით, მან შვილზე ძალადობის შესახებ მაშინ გაიგო, როდესაც გოგონა მოძალადემ მეორედ გააუპატიურა.

ქალი თურქეთში სამუშაოდ იმყოფებოდა, შვილის გარდაცვალების შემდეგ დაბრუნდა და "ტვ 25"-თან პირველი კომენტარი დღეს გააკეთა. მისივე თქმით, 23 წლის მამაკაცმა არასრულწლოვანი პირველად ზაფხულში გააუპატიურა, თუმცა, ძალადობის შესახებ ოჯახის წევრებმა მხოლოდ დეკემბერში შეიტყვეს, როცა მოძალადემ მეორედ გააუპატიურა გოგონა. დედის თქმით, სწორედ ამის შემდეგ შეატყობინეს პოლიციას.

"ეს ბიჭი არის ნარკომანი, მოწეული იყო იმ მომენტში თუ რა იყო, არ ვიცით, მისი დედ-მამა ტყუილად აფარებს ხელს" - განაცხადა გარდაცვლილი გოგონას დედამ.

მისივე თქმით, თავად 24 წლის ასაკში დაქვრივდა და ოჯახში კონფლიქტის გამო, იძულებული გახდა სახლიდან წასულიყო, რის შემდეგაც მისი სამი შვილი ბებიასთან და ბაბუასთან იზრდებოდა, მამამთილი კი ბავშვებთან ხშირი ურთიერთობის უფლებას არ აძლევდა.

"ვეუბნებოდი, მომეცით ჩემი გოგოები, მე ვარ დედა, დედამ უნდა იმეგობროს შვილებთან, გავზრდი, დავაჭკვიანებ და მერე წაიყვანეთთქო... ჩემი მამამთილი და მისი ძმისშვილები ამის წინააღმდეგები იყვნენ. სანამ ბავშვი დაიღუპებოდა, წინა დღით მელაპარაკა, ვამზადებდი საბუთებს, რომ თურქეთში წამეყვანა, ბედნიერი იყო ბავშვი, შენთან წამოვალ და ერთად ვიქნებითო, უხაროდა, მაგრამ მეორე დღეს რა მოხდა, ეს რატომ გააკეთა, არ ვიცი" - ამბობს ჟურნალისტებთან გარდაცვლილი გოგონას დედა. გაგრძელება