"ბა­ტონ ბი­ძი­ნასთან სა­უბ­რის შემ­დეგ მი­ვი­ღე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და..." - რას აცხადებს სოსო გოგაშვილი და ელოდება თუ არა დაკავება სუს-ის ექსმაღალჩინოსანს? - კვირის პალიტრა

"ბა­ტონ ბი­ძი­ნასთან სა­უბ­რის შემ­დეგ მი­ვი­ღე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და..." - რას აცხადებს სოსო გოგაშვილი და ელოდება თუ არა დაკავება სუს-ის ექსმაღალჩინოსანს?

ტელელკომპანია "ტვ პირველმა" სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის სოსო გოგაშვილის "სკანდალური და სენსაციური აღიარებითი" ინტერვიუ დაანონსა.

როგორც აღმოჩნდა, "ოცნებიდან" წასული ყოფილი მაღალჩინოსანი დუმილს არღვევს. რატომ წავიდა გუნდიდან და რატომ მოიწადინა საჯარო "აღიარება", ამას თავად სოსო გოგაშვილის ინტერვიუდან შევიტყობთ, მანამდე კი Ambebi.ge-თვის კულუარებიდან გახდა ცნობილი, რომ რამდენიმე ყოფილი მაღალჩინოსნის, მათ შორის ზურაბ ალავიძის, ოთარ ფარცხალაძისა და სოსო გოგაშვილის მიმართ, მიმდინარეობს გამოძიება და კორუფციული დანაშაულების მამხილებელი მტკიცებულებების შეგროვება. არ გამორიცხავენ იმასაც, რომ სერიოზული სამხილების დადების შემთხვევაში, ყოფილი მაღალჩინოსნები დააკავონ.

სანდო წყარო ამბობს, რომ: "გამოძიება მიდის კორუფციის კუთხით და კონკრეტულად გახარიას ვიზირებით".

Ambebi.ge სუს-ის უფროსის ყოფილ მოადგილეს სოსო გოგაშვილს დაუკავშირდა.

- ბატონო სოსო, მართლა მიმდინარეობს სამხილების შეგროვება თქვენი და სხვა ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ? ვრცელდება ინფორმაცია თქვენი შესაძლო დაკავების შესახებაც... რა იცით ამის შესახებ?

- მე არ ვარ ბრალმდებელი ორგანო და თუ დევნის ობიექტი ვარ, მაშინ უნდა იკითხოთ მათთან, ვინც ამის განხორციელებას აპირებს. ამაზე არ მაქვს ინფორმაცია. ალბათ ეს უფრო პარტიული "მესიჯბოქსია". ყოველ შემთხვევაში, ბუნებაში არ არსებობს მუხლი და სისხლის სამართლებრივი დანაშაული, რომელიც ჩემს მიერ შეიძლება იყოს ჩადენილი, ამას გამოვრიცხავ. დანარჩენი, პროკურატურას უნდა ჰკითხოთ. რაც მთავარია, მუშაობენ, ესაა მთავარი და ეს კარგია.

- და რას უკავშირებთ, როგორც თქვენ ამბობთ, ამ "მესიჯბოქსის გამოშვებას"?

- გეცოდინებათ, "მესიჯბოქსი" სტანდარტული პროცედურაა და როდესაც ქვეყანაში ხდება რაღაც ისეთი მოვლენა, რომლითაც შეიძლება დაზიანდეს, მაგალითად, გუნდის, პარტიის იმიჯი, ასეთ შემთხვევაში შედგება მისი ამუშავება. ასევე იქმნება გეგმა, რითიც ხდება თემის სხვა რაღაცით გადაფარვა. შეიძლება რაღაც ახალი ამბავი მოხდეს, ვიღაცა დაიჭირონ და ამით რაღაც გადაიფაროს. რატომ აფორიაქდნენ ასე?

- ალავიძე-ფარცხალაძეზეც არ ხართ ინფორმირებული?

- არ ვიცი, ოთარის და ზურას მიმართ რა საქმეზე და რა მუხლებით უნდა აღიძრას საქმე. "ფეიკნიუსები" კი ვრცელდება მათ მიმართ, მაგრამ არ ვიცი, ვითომ 700 მილიონს ედავებიან? ვერ გეტყვით... მაშინაც ასე მოხდა, ესენი რომ წავიდნენ, ცდილობდნენ ნაგავი მიეყარათ. სიმართლე გითხრათ, მზად ვიყავი ამისთვის, ბავშვი არ ვარ და არც ხელწამოსაკრავ თანამდებობაზე მიმუშავია, რომ რაღაც ისეთი დავაბრახუნო, რომელიც ლოგიკასთან ახლოს არაა. არ მეგონა, იქამდე თუ დაეშვებოდნენ, რომ ჩემს მიმართ ასეთ "მესიჯბოქს" გამოუშვებდნენ იმ სისტემიდან, რომელიც ზეპირად ვიცი. სასაცილოა, უბრალოდ, ეს მოულოდნელი არაა ჩემთვის, ამისთვის მზად ვიყავი.

- სისხლის სამართლის საქმე რომ აღძრან, დარწმუნებული ხართ, რომ სუფთად გამოხვალთ?

- ჩემი საჯარო სამსახურში მუშაობის პერიოდში არ არსებობს არანაირი სს სამართლებრივი გადაცდომა და დარღვევა, არც იქამადე და არც - მას მერე. ასე რომ, ეს ყველაფერი არის სასაცილო. საქმის აღძვრას რაც შეეხება, ძალიან ბევრი საქმეა რეალურად აღსაძვრელი და ჩემს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, მე ვიზრუნებ იმაზე, რომ რომ ეს საქმეები აღიძრას და სს პასუხისგებაში მართლა მიეცნენ კორუმპირებულები, მულტიმილიონერები, მილიონერები და ა.შ. ასე რომ, პრობლემა არ არის. გაგრძელება