"შემ­ძულ­და ეგ ბავ­შვი...დე­დამ წლის და რვა თვის და­ტო­ვა, 6 თვის პენ­სია გა­მო­უ­ტა­ნია და წა­უ­ღია" - ქობულეთში გარდაცვლილი 14 წლის გოგოს ბიძის სკანდალური აღიარება - კვირის პალიტრა

"შემ­ძულ­და ეგ ბავ­შვი...დე­დამ წლის და რვა თვის და­ტო­ვა, 6 თვის პენ­სია გა­მო­უ­ტა­ნია და წა­უ­ღია" - ქობულეთში გარდაცვლილი 14 წლის გოგოს ბიძის სკანდალური აღიარება

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქაქუთში, გარდაცვლილი 14 წლის გოგოს ბიძა, რომელიც გუშინ პოლიციაში რამდენიმე საათის განმავლობაში კითხებოდა, "TV პირველთან" სკანდალურ აღიარებას აკეთებს. იგი ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც მოზარდი სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა, ის ოჯახმა გარიყა.

"შემძულდა ეგ ბავშვი... დარიგება არ აკლდა, მის ძმას, მის გათხოვილ დას შეეკითხეთ, გვერდიში ვედექით მაგ ოჯახს, ბაბუა მარტო ამდენს როგორ შეძლებდა?! იმხელა გასვენება... სუფრა.... ყველა ერთმანეთის გვერდში ვდგავართ, მეტი რა გავაკეთო?!

ბავშვს არ შვხებივარ. დედამ წლის და რვა თვის დატოვა, 6 თვის პენსია გამოუტანია და წაუღია.

გუშინ 3 საათზე ამოვედი სახლში დაკითხვიდან, პოლიცია მეკითხებოდა თუ შეეხე ხელითო, არა-მეთქი, ამბავი გავიგე ქალებისგან, მე იქ არ ჩავსულვარ და შემძულდა-მეთქი ეს ბავშვი", - განაცახდა ტელეკომპანიასთან გარდაცვლილი მოზარდის ბიძამ.