შვილმა დედა დაჭრა - რა მოხდა ლაგოდეხის მუნიციპლიტეტში? - კვირის პალიტრა

შვილმა დედა დაჭრა - რა მოხდა ლაგოდეხის მუნიციპლიტეტში?

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ განჯალაში შვილმა დედას ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა.

შუახნის ქალს დაზიანება მუცლის და გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული, რის გამოც მას ქირურგიული ოპერაცია „არქიმედეს კლინიკაში“ უკვე ჩაუტარდა. მისი მდგომარეობა მძიმეა.

ერთ-ერთი ვერსით, კონფლიქტი ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა.

ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

პოლიციას დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირი დადგენილი ჰყავს, მისი გამოკითხვა პოლიციის განყოფილებაში მიმდინარეობს.

"ინტერპრესნიუსი"