ქობულეთში, 14 წლის ბავშვის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ ბაბუას პატიმრობა შეეფარდა - კვირის პალიტრა

ქობულეთში, 14 წლის ბავშვის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ ბაბუას პატიმრობა შეეფარდა

ქობულეთში, 14 წლის ბავშვის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული ბაბუა სოლომონ ცეცხლაძე მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ პატიმრობაში დატოვა.

როგორც მოსამართლემ განაცხადა, პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა, რადგან ბრალდებულის მხრიდან მტკიცებულებების განადგურებისა და მიმალვის საფრთხე არსებობს.

დაცვის მხარე სასამართლოს აღკვეთი ღონისძიების სახით 10-ათას ლარიან გირაოს სთავაზობდა, რომელიც მოსამართლემ არ გაითვალისწინა.

როგორც ცნობილია, დაკავებულ 76 წლის სოლომონ ცეცხლაძეს 14 წლის ბავშვის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, გამოძიება სამ ეპიზოდს ედავება. თავის მხრივ, დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ პროკურატურის მიერ წარდგენილი ბრალდება დაუსაბუთებელია და ბრალდებული სოლომონ ცეცხლაძე მხოლოდ ერთ ეპიზოდს აღიარებს.

წინასასამართლო სხდომა 6 აპრილს, 14:00 საათზე ბათუმის საქალქო სასამართლოში გაიმართება.

ამასთან, 14 წლის გოგოს გარდაცვალების საქმეზე დაკავებულია 23 წლის ნიკა ტაკიძე. მას გამოძიება სექსუალურ ძალადობასა და თვითმკვლელობამდე მიყვანას ედავება. საქმეზე გამოძიება გრძელდება.

"ინტერპრესნიუსი"