ნიკა მელიას საქმის მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა აცილებაზე არ დააკმაყოფილა - კვირის პალიტრა

ნიკა მელიას საქმის მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა აცილებაზე არ დააკმაყოფილა

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმის მოსამართლემ ნინო ჩახნაშვილმა დაცვის მხარის შუამდგომლობა აცილებაზე არ დააკმაყოფილა.

როგორც მოსამართლემ განმატა, შუამდგომლობა დაუსაბუთებელია. ჩახნაშვილის თქმითვე, სასამართლო არავის ზეგავლენის ქვეშ არ ექცევა. ადვოკატებმა აღნიშნულის შემდეგ მოსამართლეს პროცესის გადადების შუამდგომლობით მიმართეს. როგორც ისინი აღნიშნავდნენ, ახალი გარემოება გამოიკვეთა, აღნიშნულთან დაკავშირებით კი, ბრალდებულ ნიკა მელიასთან პოზიცია უნდა შეეთანხმებინათ. თუმცა, ადვოკატებმა მოგვიანებით, აღნიშნული შუამდგომლობა მოხსნეს და აღნიშნეს, რომ რადგან "ყველაფერი ისედაც ნათელია, დღესვე გაფორმდეს ის, რაც ქართულ სახელმწიფოებრიობას დიდ რისკს უქმნის".

"ინტერპრესნიუსი"