"პოლიციელი არის ხელშეუხებელი - პოლიციელის მიმართ სამართალდარღვევა უნდა ისჯებოდეს ძალიან მკაცრად" - კვირის პალიტრა

"პოლიციელი არის ხელშეუხებელი - პოლიციელის მიმართ სამართალდარღვევა უნდა ისჯებოდეს ძალიან მკაცრად"

"პოლიციელის მიმართ ნებისმიერი კანონდარღვევა, ნებისმიერი სამართალდარღვევა უნდა ისჯებოდეს ძალიან მკაცრად და არავითარი კომპრომისი ამ მიმართულებით ჩვენ არ გვექნება. პოლიციელი არის ხელშეუხებელი", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, ფრაქცია "ქართული ოცნების" სხდომაზე განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, პოლიციელი ხელშეუხებელია.

"პოლიციელის მიმართ ნებისმიერი კანონდარღვევა, ნებისმიერი სამართალდარღვევა უნდა ისჯებოდეს ძალიან მკაცრად და არავითარი კომპრომისი ამ მიმართულებით ჩვენ არ გვექნება. პოლიციელი არის ხელშეუხებელი. შესაბამისად, ჩემი პოზიცია იყო, არის და იქნება ასეთი მტკიცე, ისევე როგორც ბატონ ვახტანგს აქვს. ასე რომ, კიდევ ერთხელ სრული მხარდაჭერა",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"