დარბეულია ოფისი და დაკავებულია აქციის რამდენიმე მონაწილე - კვირის პალიტრა

დარბეულია ოფისი და დაკავებულია აქციის რამდენიმე მონაწილე

"ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალურ ოფისთან აქციის მონაწილეებსა და სამართალდამაცველებს შორის დაპირისპირება მოხდა, რის შემდეგაც პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა. დაკავებულთა ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია.

სამართალდამცველებსა და აქციის მონწილეებს შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც მათ პოლიციას მოუწოდეს, ტერიტორია დაეტოვებინათ და არ შეესრულებინათ უკანონო დავალება.

ცნობისთვის, სპეციალური დანიშნულების რაზმმა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავა. სამართალდამცავებმა ნიკა მელია პარტიის ოფისში, საკუთარ კაბინეტში აიყვანეს. მანამდე კი პარტიის ოფისში სამართალდამცავებმა ე.წ.წიწაკის სპრეი გაუშვეს.

პარტია "ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ნიკა მელიას დაკავების ოპერაციის დროს, პარტიის ოფისი დაარბიეს.

მათი ცნობით, დარბეულია რამდენიმე ოთახი, მათ შორის, პარტიის არქივის ოთახი და Iთ სამსახურის ოთახი.

პარტიის ოფისთან შეკრებილები ნიკა მელიას ტაშით შეხვდნენ.

მელია სპეციალური დანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმა შენობიდან უკვე გაიყვანეს. მას სავარაუდოდ, წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანენ.

"ინტერპრესნიუსი"