შსს ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს - „პოლიციამ გამოიყენა პროპორციული ძალა და სპეციალური საშუალებები“
შსს ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს - „პოლიციამ გამოიყენა პროპორციული ძალა და სპეციალური საშუალებები“
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

როგორც უწყების ინფორმაციაშია აღნიშნული, პოლიციამ დაკისრებული მოვალეობის აღსრულებისას იძულების კანონით გათვალისწინებული პროპორციული ძალა და სპეციალური საშუალებები გამოიყენა.

"თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიმდინარე წლის 17 თებერვალს ნიკანორ მელიას მიმართ პატიმრობის შესახებ გამოტანილი გადაწყვეტილება შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღასრულა - ნიკანორ მელია დაკავებულია. სამართალდამცველებმა თბილისში, კახეთის გზატკეცილზე მდებარე "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში და მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილი მოქალაქეები გააფრთხილეს, ხელი არ შეეშალათ
სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაში და ამისთვის გონივრული ვადა მისცეს მათ. სამინისტროს მხრიდან ადგილზე გაკეთებული არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, პარტიის ოფისთან შეკრებილები არ დაემორჩილნენ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნას და სამართალდამცველებს გაუწიეს წინააღმდეგობა. შესაბამისად, სასამართლოს მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის დაკისრებული მოვალეობის აღსრულებისას პოლიციამ გამოიყენა იძულების კანონით გათვალისწინებული პროპორციული ძალა და
სპეციალური საშუალებები", - ნათქვამია განცხადებაში.
ina porchkhidze
23 თებერვალი 2021 14:20
დაგვგალა ამ ნაც-ბანდამ და მისმა ანასხლეტებმა,დაგვასვენეტ
ქართველი
23 თებერვალი 2021 11:06
ყველა დამნაშავე დასაჭერია ესე გაგრძელეთ ქართველებო

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები