ნიკა მელია რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს - კვირის პალიტრა

ნიკა მელია რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში შეასახლეს. აღნიშნულის შესახებ "ინტერპრესნიუსს" მელიას ადვოკატმა ბექა ბასილაიამ განუცადა.

შეგახსენებთ, რომ ნიკა მელია რამდენიმე საათის წინ დააკავეს. მისი აყვანის სპეცოპერაცია შსს-მ "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში დილიდან დაიწყო.

"ინტერპრესნიუსი"