სამტრედიაში ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა - კვირის პალიტრა

სამტრედიაში ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა

სამტრედიაში ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა. "ტოიოტას" მარკის ავტომობილი სამარშრუტო ტაქსს დაეჯახა.

თვითმხილველების თქმით, მსუბუქი ავტომობილი ბენზინგასამართი სადგურიდან გადიოდა, ცუდი ამინდის გამო ავტომობილი ვერ შენიშნა და დაეჯახა.

ავტომობილის მძღოლი, 25 წლამდე მამაკაცი ადგილზე დაიღუპა. სამარშრუტო ტაქსში მყოფი ორი ადამიანი კი დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ადგილზე იმყოფებოდნენ სამართალდამცველები, დაწყებულია გამოძიება.

"ინტერპრესნიუსი"