ნიკა მელიას მიერ გირაოს გადახდის შემთხვევაში, პროკურატურა მზადაა, სასამართლოს მისთვის პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობით მიმართოს - კვირის პალიტრა

ნიკა მელიას მიერ გირაოს გადახდის შემთხვევაში, პროკურატურა მზადაა, სასამართლოს მისთვის პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობით მიმართოს

პროკურატურა მზადაა, ნიკა მელიას მიერ გირაოს გადახდის შემთხვევაში, სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობით მიმართოს.

შესაბამისი განცხადება პროკურატურაში რამდენიმე წუთის წინ გაკეთდა.

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკანორ მელიას დაპატიმრება არასდროს ყოფილა პროკურატურის თვითმიზანი, - განაცხადა გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა ამირან გულუაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"