ზუგ­დიდ­ში მომ­ხდარ ყა­ჩა­ღო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი 25 წლის თავ­დამ­სხმე­ლი ორ­მხრი­ვი სრო­ლის დროს და­ი­ღუ­პა
ზუგ­დიდ­ში მომ­ხდარ ყა­ჩა­ღო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი 25 წლის თავ­დამ­სხმე­ლი ორ­მხრი­ვი სრო­ლის დროს და­ი­ღუ­პა
ზუგ­დიდ­ში მომ­ხდარ ყა­ჩა­ღო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი 25 წლის თავ­დამ­სხმე­ლი ორ­მხრი­ვი სრო­ლის დროს და­ი­ღუ­პა. ყა­ჩა­ღო­ბის ფაქ­ტი­სა და ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ცი­ის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბას ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ავ­რცე­ლებს:

"ზუგ­დიდ­ში, რუს­თა­ვე­ლის ქუ­ჩა­ზე, 26 თე­ბერ­ვალს, დღის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში ყა­ჩა­ღო­ბის ფაქ­ტი მოხ­და. ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი პირი ოქ­როს ბირ­ჟა­ზე შე­იჭ­რა და ერთ-ერთ გამ­ყიდ­ველს ოქ­როს ნივ­თე­ბი ია­რა­ღის მუ­ქა­რით გას­ტა­ცა, რის შემ­დე­გაც შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა. მომ­ხდარ ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 179-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლის "გ" ქვე­პუნ­ქტით და 236-ე მე-3 და მე-4
ნა­წი­ლე­ბით და­ი­წყო.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­მეგ­რე­ლო-ზემო სვა­ნე­თის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ზუგ­დი­დის რა­ი­ო­ნუ­ლი სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა მომ­ხდა­რი ყა­ჩა­ღო­ბის ფაქ­ტი­დან მა­ლე­ვე, ცხელ კვალ­ზე და­ი­წყეს ოპე­რა­ტი­უ­ლი და სა­გა­მო­ძი­ე­ბო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი.

რუს­თა­ვე­ლის ქუ­ჩი­დან მო­შო­რე­ბით, და­ნა­შა­უ­ლის სა­ვა­რა­უ­დო ჩამ­დენ­მა პირ­მა, მას შემ­დეგ, რაც სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი შე­ნიშ­ნა, მათი მი­მარ­თუ­ლე­ბით ია­რა­ღი­დან ცე­ცხლი გახ­სნა, რა­საც პო­ლი­ცი­ის მხრი­დან, "პო­ლი­ცი­ის
შე­სა­ხებ" სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნის თა­ნახ­მად, უკი­დუ­რე­სი ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით, სა­პა­სუ­ხო სრო­ლა მოჰ­ყვა, ვი­ნა­ი­დან არ­სე­ბობ­და მათი სი­ცო­ცხლი­სა და ჯან­მრთე­ლო­ბის ხელ­ყო­ფის რე­ა­ლუ­რი საფრ­თხე.

შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე თავ­დამ­სხმე­ლი - 1996 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი პირი პო­ლი­ცი­ის მიერ უგო­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იქნა ნა­ნა­ხი, რის შემ­დე­გაც სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­და გა­მო­ი­ძა­ხეს, თუმ­ცა მა­მა­კა­ცის გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა.

გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზის დად­გე­ნის მიზ­ნით ჩა­ტარ­დე­ბა შე­სა­ბა­მი­სი ექ­სპერ­ტი­ზე­ბი" - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები