"რაც არ ჩამიდენია, ფეხებით რომ დამკიდონ და დენზე შემაერთონ, არ ვიტყვი - ტყუილში დააჯერეთ შაქარაშვილის ოჯახი და პროცესზე მკვლელი მეძახა, მეც მოვკვდი იმ დღეს"
"რაც არ ჩამიდენია, ფეხებით რომ დამკიდონ და დენზე შემაერთონ, არ ვიტყვი - ტყუილში დააჯერეთ შაქარაშვილის ოჯახი და პროცესზე მკვლელი მეძახა, მეც მოვკვდი იმ დღეს"
"ტყუილში დააჯერეთ შაქარაშვილის ოჯახი და პროცესზე მკვლელი მეძახა, მეც მოვკვდი იმ დღეს", - ამ სიტყვებით მიმართა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულმა მორაგბემ არჩილ გაგნიძემ სასამართლო პროცესზე პროკურორებს.

არჩილ გავნიძე საკუთარ საბოლოო სიტყვას, რამდენიმე წუთის განმავლობაში წარმოთქვამდა. მან შემთხვევის დღე დეტალურად გაიხსენა.

"რაც სიმართლე იყო, ის ვუთხარი გამოძიებას და დავაფუქსირე ჩვენებაში. გამომძიებელს რომ უნდოდა ის მეღიარებინა, რაც არ ჩამიდენია, ფეხებით რომ დამკიდონ
და დენზე შემაერთონ, არ ვიტყვი. ტყუილში დააჯერეთ შაქარაშვილის ოჯახი და პროცესზე მკვლელი მეძახა. მეც მოვკვდი იმ დღეს და თქვენი ბრალია, რომ გიორგის დედას და საზოგადოებას შეუქმენით იმის განცდა, რომ მართლა მე მოვკალი გიორგი შაქარაშვილი",- აღნიშნა გაგნიძემ.

მისივე განმარტებით, ის სიმართლეს დაამტკიცებს.

"აქ იქნება, თუ მერე, დავამტკიცებ ჩემს სიმართლეს და მერე რა პასუხს გამცემთ? როგორ
ვცემდი პატარა ბავშვს და მერე ცოცხალ ადამიანს წყალში როგორ გადავაგდები. ამას არაკაციც კი არ გააკეთებდა. 6-დან 10-წლამდე ბავშვების მწვრთნელი ვარ და ჩემი მანქანით მიმყავს ვარჯიშზე და მერე სახლებში ვარიგებ",- განაცხადა გაგნიძემ.

"ინტერპრესნიუსი"
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები