დიდ დიღომში მამაკაცი მოკლეს, დაჭრილია ერთი პირი - კვირის პალიტრა

დიდ დიღომში მამაკაცი მოკლეს, დაჭრილია ერთი პირი

თბილისში, დიდ დიღომში მამაკაცი მოკლეს, დაჭრილია ასევე ერთი პირი. შემთხვევა წუხელ მოხდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

არსებული ინფორმაციით, მკვლელობა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა.

"ინტერპრესნიუსი"