გორში 13 წლის გოგომ შვილი გააჩინა - არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირის ბრალდებით 50 წლამდე მამაკაცია დაკავებული
გორში 13 წლის გოგომ შვილი გააჩინა - არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირის ბრალდებით 50 წლამდე მამაკაცია დაკავებული
გორში 13 წლის გოგომ შვილი გააჩინა, არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირის ბრალდებით კი 50 წლამდე მამაკაცია დაკავებული

სამართალდამცავებმა 16 წელს მიუღწეველ პირთან სქესობრივი კავშირის ბრალდებით გორის მუნიციპალიტეტში ერთი პირი დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 140-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ვადით რვიდან თორმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შემთხვევა გორის მუნიციპალოტეტის ერთ-ერთ სოფელში მოხდა. "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, არასრულწლოვანს, რომელთან სქესობრივი კავშირის გამოც მამაკაცი დააკავეს, 13 წლის ასაკში შვილი შეეძინა და იგი სოციალური სააგენტოს ბავშვთა
ზრუნვის სამსახურის მზრუნველობის ქვეშ იმყოფება.

,,ინტერპრესნიუსის" წყაროს ცნობით, ბრალდებული 50 წლამდე ასაკის მამაკაცია.



მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები