ერეკ­ლე თედ­ლი­აშ­ვი­ლის საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბუ­ლი თა­რაშ კან­დე­ლა­კი პა­ტიმ­რო­ბი­დან გა­ათა­ვი­სუფ­ლეს
ერეკ­ლე თედ­ლი­აშ­ვი­ლის საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბუ­ლი თა­რაშ კან­დე­ლა­კი პა­ტიმ­რო­ბი­დან გა­ათა­ვი­სუფ­ლეს
გორ­ში, 2020 წლის 8 ივ­ნისს მომ­ხდა­რი ჩხუ­ბის შემ­დგომ გარ­დაც­ვლი­ლი ერეკ­ლე თედ­ლი­აშ­ვი­ლის საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბუ­ლი თა­რაშ კან­დე­ლა­კი პა­ტიმ­რო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლდა. გო­რის რა­ი­ო­ნუ­ლი სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი პა­ტიმ­რო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის თა­ო­ბა­ზე გა­მო­ძი­ე­ბის 9 - თვი­ა­ნი ვა­დის გას­ვლა გახ­და.

"ვი­ნა­ი­დან თა­რაშ კან­დე­ლაკს ჰქონ­და ჩა­დე­ნი­ლი მძი­მე და­ნა­შა­უ­ლი, ვვა­რა­უ­დობ­დით, რომ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მისი მხრი­დან არ­სე­ბობ­და მი­მალ­ვის საფრ­თხე. რაც შე­ე­ხე­ბა პა­ტიმ­რო­ბის მო­თხოვ­ნას, ჩვენ გვქონ­და იმის მო­ლო­დი­ნი, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ცე­სი პა­ტიმ­რო­ბის ცხრათ­ვი­ან ვა­და­ში დას­რუ­ლე­ბუ­ლი­ყო და სწო­რედ ამი­ტომ ვი­თხოვ­დით ჩვენ რომ ბრალ­დე­ბუ­ლი
კვლავ პა­ტიმ­რო­ბა­ში დარ­ჩე­ნი­ლი­ყო. თი­თო­ე­ულ გა­რე­მო­ე­ბას, რაც ხდე­ბა საქ­მის არ­სე­ბით გან­ხილ­ვა­ზე, ბრალ­დე­ბის მხა­რე შე­ა­ფა­სებს დას­კვნით ნა­წილ­ში და მო­ახ­სე­ნებს სა­სა­მარ­თლოს", - გა­ნა­ცხა­და საქ­მის პრო­კუ­რორ­მა გი­ორ­გი კრა­ვე­იშ­ვილ­მა.

თა­რაშ კან­დე­ლა­კის ერთ-ერთი ად­ვო­კა­ტის, გაგი მო­სი­აშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით კი, მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფის­თვის წარ­დგე­ნი­ლი ბრა­ლი არის და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლი და რა­საც ედა­ვე­ბი­ან, არის არას­წო­რი
კვა­ლი­ფი­კა­ცია.

"დაც­ვის მხა­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის გა­უქ­მე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­სა­მარ­თლომ გა­ი­ზი­ა­რა, სა­მარ­თლი­ა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო. იმე­დი მაქვს, რომ სწო­რედ ასე­თი სა­მარ­თლი­ა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იქ­ნე­ბა მი­ღე­ბუ­ლი საქ­მის სა­ბო­ლო­ოდ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის გა­მო­ტა­ნის შემ­დგომ სა­სა­მარ­თლოს მიერ. სა­მარ­თლი­ა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის გა­მო­ტა­ნის სა­ფუძ­ვე­ლი გახ­ლდათ 9 თვი­ა­ნი ვა­დის გას­ვლა და მინ­და გი­თხრათ, რომ ეს არ ნიშ­ნავს იმას, რომ პრო­ცე­სი დამ­თავ­რდა, გაგ­რძელ­დე­ბა რაღა თქმა უნდა სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სე­ბი უკვე თა­რაშ კან­დე­ლა­კის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით და დაც­ვის მხა­რე წა­რად­გენს ყვე­ლა იმ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბას, რო­მე­ლიც და­ა­დას­ტუ­რებს პი­რის მი­მართ და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლი ბრა­ლის წარ­დგე­ნის ფორ­მას.

აქამ­დე არა­ერ­თი მოწ­მე და­ი­კი­თხა, არ­ცერთ მოწ­მის და არც ერთი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბის გა­მოკ­ვლე­ვი­სას არ და­დას­ტუ­რე­ბუ­ლა და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლი ბრა­ლი. ამი­ტომ, კი­დევ ერთხელ ვუ­სამ­ძიმ­რებ ოჯახს ახალ­გაზ­რდა ბი­ჭის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ფაქტს, ეს არის ძა­ლი­ან დიდი გუ­ლის­ტკი­ვი­ლი, რო­გორც ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნის, ასე­ვე თა­რა­შის. ჩვენ ვაგ­რძე­ლებთ სა­მარ­თლებ­რივ ბრძო­ლას და ჩვენ ვაგ­რძე­ლებთ და­უ­სა­ბუ­თებ­ლად წარ­დგე­ნი­ლი ბრა­ლის ფარ­გლებ­ში სა­მარ­თლი­ა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის მო­ლო­დინ­ში მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­მოკ­ვლე­ვას. ჩვენ გვინ­და, სა­ზო­გა­დო­ე­ბას და გარ­დაც­ვლი­ლის ოჯახს და­ვუ­დას­ტუ­როთ და ერ­თის მხრივ ქედი მო­ვი­ხა­როთ მათ წი­ნა­შე და გა­მოვ­ხა­ტოთ სი­ნა­ნუ­ლი და მე­ო­რეც, ყვე­ლა ფაქტს და ბრა­ლე­უ­ლო­ბას უნდა გა­ე­ცეს პა­სუ­ხი. წარ­დგე­ნი­ლი ბრა­ლი არის და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლი და წარ­დგე­ნი­ლი ბრა­ლით, რა­საც თა­რაშს ედა­ვე­ბი­ან, ეს არის აბ­სო­ლუ­ტუ­რად არას­წო­რი კვა­ლი­ფი­კა­ცია, მას ამ­გვა­რი ქმე­დე­ბა არ ჩა­უ­დე­ნია და აღ­ნიშ­ნულს კი­დევ ერთხელ ადას­ტუ­რებს სა­სა­მარ­თლო­ში გა­მოკ­ვლე­უ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი", - გა­ნა­ცხა­და თა­რაშ კან­დე­ლა­კის ად­ვო­კატ­მა გაგი მო­სი­აშ­ვილ­მა.

დღე­ვან­დელ პრო­ცესს ეს­წრე­ბო­და გარ­დაც­ვლი­ლი ერეკ­ლე თედ­ლი­აშ­ვი­ლის ოჯა­ხის ად­ვო­კა­ტიც. თა­მარ თედ­ლი­აშ­ვი­ლი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ თა­რაშ კან­დე­ლა­კის მი­მართ გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი დად­გე­ბა.

"თა­რაშ კან­დე­ლა­კის­თვის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის გა­უქ­მე­ბა მოხ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში მოქ­მე­დი კა­ნონ­მდებ­ლო­ბის თა­ნახ­მად, თუმ­ცა, გრძელ­დე­ბა სა­სა­მარ­თლო გან­ხილ­ვე­ბი და დაც­ვის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­მოკ­ვლე­ვის ეტა­პი. ჩვენ, რა თქმა უნდა, გვაქვს ძა­ლი­ან დიდი იმე­დი, რომ თა­რაშ კან­დე­ლა­კის მი­მართ დად­გე­ბა გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი. ყვე­ლა ის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც არის სა­სა­მარ­თლო­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლი დაც­ვის მხა­რის მიერ, სა­ბო­ლო­ოდ უნდა შე­ფას­დეს მო­სა­მარ­თლის მხრი­დან და დად­გეს სა­ბო­ლოო გა­ნა­ჩე­ნი და სწო­რე­დაც რომ ამ სა­ფუძ­ველ­ზე მე მაქვს მო­ლო­დი­ნი გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნის", - აღ­ნიშ­ნა გარ­დაც­ვლი­ლი ერეკ­ლე თედ­ლი­აშ­ვი­ლის ოჯა­ხის ად­ვო­კატ­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, გა­სუ­ლი წლის 8 ივ­ნისს, გორ­ში მომ­ხდა­რი ჩხუ­ბის დროს და­შა­ვე­ბუ­ლი 18 წლის ერეკ­ლე თედ­ლი­აშ­ვი­ლი 12 სექ­ტემ­ბერს, თბი­ლის­ში, სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

მომ­ხდარ ფაქ­ტზე სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა თა­რაშ კან­დე­ლა­კი და­ა­კა­ვეს, რო­მელ­საც გო­რის რა­ი­ო­ნულ­მა სა­სა­მარ­თლომ 12 ივ­ნისს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბად პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები