"ქურდულ სამყაროში ის სიმამრის დახმარებით მიიღეს" - ქართველი "კანონიერი ქურდის" წინააღმდეგ რუსეთის შსს-მ ახალი საქმე აღძრა
06-03-2021
"ქურდულ სამყაროში ის სიმამრის დახმარებით მიიღეს" - ქართველი "კანონიერი ქურდის" წინააღმდეგ რუსეთის შსს-მ ახალი საქმე აღძრა
საინფორმაციო სააგენტო Прайм Крайм-ის ცნობით, ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდის 48 წლის დავით გერლიანის, იგივე "დათო სვანის" წინააღმდეგ რუსეთის შსს-მ ახალი საქმე აღძრა. მუხლი, რომლის მიხედვითაც სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, "კრიმინალურ იერარქიაში" მაღალი საფეხურის დაკავებას გულისხმობს. (წყარო)

როგორც ცნობილია, ქართველი "კრიმინალური ავტორიტეტი" რამდენჯერმეა ნასამართლევი. 1992 წელს სანკტ-პეტერბურგში ის ქურდობის გამო დააკავეს, ხოლო 2001 წელს ციხეში ყაჩაღობის ბრალდებით მოხვდა.

ქურდულ სამყაროში დავით გერლიანი 2014 წელს მარტში "მიიღეს". შეკრება თურქეთში მოეწყო. "კანონიერ ქურდად"
გიგა ვიბლიანმა და მინდია გორაძემ, იგივე "ლავასოღლიმ" "აკურთხა". სააგენტოს წყაროს ცნობით, გერლიანის "კანონიერ ქურდად" "კურთხევაში" მთავარი როლი მის "დამსახურებებს" არ უთამაშია.

გერლიანი 2011 წელს 75 წლის ცნობილი ქართველი "კრიმინალური ავტორიტეტის" ვალიკო ჯეჯიას სიძე გახდა, ყველასთვის ცხადი გახდა, რომ გერლიანის "კანონიერი ქურდობა" უკვე დროის საკითხი იყო.
სწორედ ამან ითამაშა მნიშვნელოვანი როლი, მისი ქურდულ სამყაროში მიღებისას.

სოხუმში დაბადებული "დათო სვანი" "კრიმინალურ ავტორიტეტთა" იმ კატეგორიას მიეკუთნებოდა, რომელიც ზედმიწევნით იცავდა "ქურდულ კოდექსს", მან ცხოვრების თითქმის ნახევარი, ჯამში ოცი წელი, ციხეში გაატარა.

დავით გერლიანის სახელს უკავშირდება საკმაოდ გახმაურებული ფაქტი. როგორც ცნობილია, ქართველმა "კანონიერმა ქურდებმა" მათ შორის "დათო სვანმა", საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ სასამართლოს მიმართეს. მათ პრეზიდენტს უჩივლეს, რადგან პრეზიდენტის გადაწყვეტილებით ბევრ "კანონიერ ქურდს" საქართველოს მოქალაქეობა ჩამოერთვა.

2016 წელს მომხდარმა ამბავმა კი გერლიანი კინოვარსკვლავივით პუპულარული გახადა. 19 ივნისს თბილისის აეროპორტში, უკრაინიდან ჩამოფრენილ მგზავრებთან ერთად, საბაჟო შემოწმება დავით ჩაჩიბაიას სახელით ერთმა მოქალაქემ გაიარა. მაშინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ერთი შეხედვით არაფრით გამორჩეული ადამიანი, არც მეტი არც ნაკლები ე.წ. კანონიერი ქურდი დავით გერლიანი აღმოჩნდებოდა. იმ დღესვე გაჩნდა კითხვა, როგორ შეძლო "კრიმინალურმა ავტორიტეტმა" საქართველოს ტერიტორიაზე თავისუფლად შემოსვლა მაშინ, როცა საქართველოში "კანონიერი ქურდობა" და ქურდული სამყაროს წევრობა დასჯადია და საკმაოდ დიდ სასჯელს ითვალისწინებს.

გაირკვა კიდეც, რომ გერლიანი, რომელსაც პასპორტი ჩაჩიბაიას გვარზე ლეგალურად აქვს აღებული, ოდესიდან იყო დეპორტირებული. ექვსთვიანი პატიმრობის შემდეგ, გერლიანი "კანონიერი ქურდობის" ბრალდების ნაწილში გამართლდა, საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ნაწილში კი თავი დამნაშავედ ცნო და ჯარიმა დაეკისრა.


მოამზადა ნიკა გულუამ

გურული
08 მარტი 2021 10:27
ქურდებმა რდის დაიწყეთ სარჩელების წერა.
თბილისელი
07 მარტი 2021 21:38
აი ქურდის და ყაჩაღის ცოლობა რატომ უნდა მოუნდეს ქალს, ეს გამოცანა არის ჩემთვის ამოუხსნელი.
დ.დ.
07 მარტი 2021 02:54
ა, კ ა ც ი ! ძლივს არ გვეღირსა? აწი რაღა გვიჭირს!

რედაქტორის რჩევით
როგორ აფასებთ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებას საქართველოში  4-11 მაისის უქმე დღეებად გამოცხადების შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებას საქართველოში 4-11 მაისის უქმე დღეებად გამოცხადების შესახებ?