"აქამდე არ ვუჩივლე, ბავშვი რომ დაორსულდა და ახლა რა აზრი აქვს?" - რას ამბობს დედა, რომლის 13 წლის შვილმაც რამდენიმე დღის წინ იმშობიარა
"აქამდე არ ვუჩივლე, ბავშვი რომ დაორსულდა და ახლა რა აზრი აქვს?" - რას ამბობს დედა, რომლის 13 წლის შვილმაც რამდენიმე დღის წინ იმშობიარა
რამ­დე­ნი­მე დღის წინ გორ­ში მომ­ხდარ სა­ზა­რელ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით "ნო­დარ მე­ლა­ძის შა­ბა­თი" ახალ დე­ტა­ლებს ავ­რცე­ლებს. მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, 44 წლის მა­მა­კა­ცი, რო­მელ­მაც 13 წლის მო­ზარ­თან სექ­სუ­ა­ლუ­რი კავ­ში­რი და­ამ­ყა­რა, მსხვერ­პლის დე­დის მე­გო­ბა­რია.

მო­ზარ­დის დედა აცხა­დებს, რომ ბრალ­დე­ბუ­ლის დას­ჯას არ ითხოვს.

"არ ვი­თხოვ მის დას­ჯას. არ ვჩი­ვი­ვარ და ხელს ვერც ვე­რა­ვინ მო­მა­წე­რი­ნებს. ხვალ­ვე მი­ვალ, იმ ექიმ­საც მო­ვი­ძი­ებ, ვინც პო­ლი­ცი­ა­ში და­რე­კა და უნდა ვუ­ჩივ­ლო. აქამ­დე არ ვუ­ჩივ­ლე, როცა ბავ­შვი და­ორ­სულ­და, შე­აც­დი­ნა, ბავ­შვი გაჩ­ნდა და მერე
ძა­ლა­დო­ბენ და­კა­ვე­ბა­ზე. რა აზრი აქვს? გვი­ა­ნია უკვე იმ ბავ­შვს გაზ­რდა უნდა. არ მინ­დო­და, რომ პო­ლი­ცი­ა­ში და­ე­რე­კა კლი­ნი­კას" - ამ­ბობს "ტვ პირ­ველ­თან" სა­უ­ბარ­ში 13 წლის გო­გო­ნას დედა.

ის ადას­ტუ­რებს, რომ ბრალ­დე­ბუ­ლი მისი მე­გო­ბა­რია და სახ­ლში მათ­თა­ნაც რჩე­ბო­და.

"იც­ნობ­და ჩემი შვი­ლი ბრალ­დე­ბულს. რჩე­ბო­და ხოლ­მე სახ­ლში, თუმ­ცა ჩვენს
გვერ­დით არა­ფე­რი ხდე­ბო­და. მე როცა სამ­სა­ხურ­ში ვი­ყა­ვი, ჯერ ის მო­დი­ო­და ჩე­მამ­დე ადრე, ბავ­შვი სახ­ლში იყო ხოლ­მე და არ ვიცი რა ხდე­ბო­და... რაც შე­ე­ხე­ბა მომ­ხდარს, ამ­ბობს ჩემი გოგო, რომ არ უძა­ლა­დი­აო, ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით მოხ­დაო. მე ეს ამ­ბა­ვი გა­ვი­გე მერე, როცა უკვე მუ­ცე­ლი და­ე­ტყო. მა­ნამ­დე სულ იმას მე­უბ­ნე­ო­და, ქა­ლიშ­ვი­ლი ვარო. არ მინ­დო­და სო­ფელ­ში ჩემს შვილს სა­ხე­ლი გამ­ტე­ხო­და. იმა­საც ვფიქ­რობ­დი, რომ ბავ­შვი რომ გაჩ­ნდე­ბა, ვი­ტყვი რომ ჩე­მი­ა­თქო" - გა­ნა­ცხა­და მო­ზარ­დის დე­დამ.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, იმ პე­რი­ოდ­ში, რო­დე­საც გო­გო­ნა ორ­სუ­ლად იყო, თბი­ლის­ში, მათ სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში ბრალ­დე­ბუ­ლი მი­დი­ო­და და ღა­მეს ათევ­და.

ცნო­ბის­თვის, რამ­დე­ნი­მე დღის წინ გორ­ში 13 წლის მო­ზარ­დმა, რო­მელ­თა­ნაც სექ­სუ­ა­ლუ­რი კავ­ში­რის ბრალ­დე­ბით 50 წლის მა­მა­კა­ცი და­ა­კა­ვეს, ბავ­შვი გა­ა­ჩი­ნა.

პო­ლი­ცი­ამ მა­მა­კა­ცი და­ა­კა­ვა, დედა და ახალ­შო­ბი­ლი კი სო­ცი­ა­ლუ­რი სა­ა­გენ­ტოს ბავ­შვთა ზრუნ­ვის სამ­სა­ხუ­რის მზრუნ­ვე­ლო­ბის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბი­ან. შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, მომ­ხდარ ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა თავ­და­პირ­ვე­ლად სსკ-ის 140-ე მუხ­ლით და­ი­წყო, დღეს კი ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ მა­მა­კაცს ბრა­ლი და­უმ­ძიმ­და.

რო­გორც პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, ბრალ­დე­ბულ­მა მა­მა­კაც­მა 14 წლის ასაკს მი­უღ­წე­ვე­ლი პი­რის მი­მართ გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა და ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები