"ვითხოვ ხუთივე ბრალდებულის უმკაცრესად დასჯას!" - კვირის პალიტრა

"ვითხოვ ხუთივე ბრალდებულის უმკაცრესად დასჯას!"

ვითხოვ სამართლიან განაჩენს და ხუთივეს უმკაცრესად დასჯას, - ამის შესახებ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის დედამ, თამუნა შალვაშვილმა მცხეთის რაიონულ სასამართლოსთან განაცხადა.

რამდენიმე წუთში, მოსამართლე გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული 5 პირის საქმეზე განაჩენს გამოაცხადებს.

სასამართლოსთან პოლიციაა მობილიზებული.

ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობას არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, ვახტანგ ჩიქოვანს, ზ.ხ-ს და ა.ქ.-ს ედავებიან.

"ინტერპრესნიუსი"