"თუ დად­გინ­დე­ბო­და, რომ მუ­ქა­რა რე­ა­ლუ­რი იყო, პო­ლი­ცია და სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლი ორ­გა­ნო­ე­ბი უნდა ჩარ­თუ­ლი­ყვნენ - კვა­ლი­ფი­კა­ცია მი­ე­ცათ საქ­მის­თვის" - კვირის პალიტრა

"თუ დად­გინ­დე­ბო­და, რომ მუ­ქა­რა რე­ა­ლუ­რი იყო, პო­ლი­ცია და სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლი ორ­გა­ნო­ე­ბი უნდა ჩარ­თუ­ლი­ყვნენ - კვა­ლი­ფი­კა­ცია მი­ე­ცათ საქ­მის­თვის"

ბერა ივანიშვილის მსგავსად, არც სახელმწიფო დაცვის სამსახურის მოქმედმა უფროსმა ანზორ ჩუბინიძემ უარყო "თV პირველის" მიერ გავრცელებული ფარული აუდიოჩანაწერის ავთენტურობა. ტელეკომპანია "იმედისთვის" მიცემულ ინტერვიუში ჩუბინიძემ აღნიშნა, რომ სატელეფონო საუბრები, რომელშიც ის ბერა ივანიშვილთან და ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად მონაწილეობს, 2010-2011 წლის პერიოდს ასახავს. მანვე ისაუბრა იმაზე, როგორ რეაგირებდა ბერა ივანიშვილის მიმართ მუქარაზე, როცა ის ივანიშვილების დაცვის სამსახურის უფროსი იყო.

"2010-2011 წლებში, ბერას მიმართ გავრცელდა მუქარის შემცველი და სალანძღავი სიტყვებით დახუნძლული პროვოკაციული განცხადებები. ჩემი პირდაპირი მოვალეობა იყო და, რა თქმა უნდა, მეც ჩავერთე, მოვახდინე იდენტიფიცირება. აღმოჩნდა, რომ ეს იყო ახალგაზრდების გარკვეული ჯგუფი. შევეცადე და გავედი კონტაქტზე ერთ-ერთის მშობელთან. ჩემდა სასიხარულოდ, მშობელი აღმოჩნდა ადეკვატური, კარგად გაიგო ჩვენი შეშფოთების საფუძველი, ჩაერთო ძალიან პოზიტიურად და მედიატორის როლიც კი იკისრა ახალგაზრდებთან. იგივე მშობელი ჩვენ დაგვეხმარა და გაგვიყვანა კონტაქტზე თავისი შვილის მეგობართან, რომელიც ძირითადად ავრცელებდა ამ პოსტებს. ის ცხოვრობდა მეზობელ კორპუსში, მშობელთან ერთად. როდესაც ჩვენ მასთან მივედით, აღმოჩნდა, რომ ეს ახალგაზრდა მარტო იყო სახლში და მისი მშობლები არ იყვნენ იმ დროს. ჩემი თხოვნით, საუბრის პროცესში ჩაერთნენ მეზობლები. ჩემი განზრახვა იმაში მდგომარეობდა, რომ ახალგაზრდა კაცისთვის შემექმნა კეთილსაიმედო გარემო და მისი ნდობა მომეპოვებინა. ამან გაამართლა, საუბრის დასაწყისშივე მეზობლებთან და ზეიმით აღნიშნულ მშობელთან ერთად ადვილად შემოვიყვანე კონტაქტში. ჩემს მიმართ კარგად განეწყო. მე მას ჩემთვის სასურველი კითხვები დავუსვი და მივიღე პასუხები. დავრწმუნდი იმაში, რომ მის მიერ მანამდე გავრცელებულ მუქარას არ ექნებოდა მომავალში რაიმე ტიპის ქმედება და ფაქტობრივად ამით დასრულდა საუბარი", - აღნიშნა ჩუბინიძემ.

მოქმედებდა თუ არა კანონის ფარგლებში ანზორ ჩუბინიძე, როდესაც ის დაცვის ობიექტის მიმართ გამოთქმულ მუქარებს თავისებურად ანეიტრალებდა? - ამის შესახებ შინაგან საქმეთა ექსმინისტრ კობა ნარჩემაშვილს ვკითხეთ.

"არსებობს სახლმწიფო დაცვის შესახებ კანონი, რომლის მიხედვითაც, თუ პირი კერძო დაცვით არის უზრუნველყოფილი, მას ევალება გაარკვიოს, რამდენად რეალურია მუქარა და საფრთხე და ამის შემდეგ მიმართოს სამართალდამცველ ორგანოს. დაცვა თუ საფრთხეს რეალურად მიიჩნევს, ის ვეღარ გააგრძელებს ოპერირებას, შესაბამისი ორგანოები უნდა ჩაერთონ საქმეში. ანუ საფრთხის გასანეიტრალებლად დაცვამ უნდა მიიღოს ყველა ზომა და შემდეგ ამას კვალიფიკაციას - რა იყო და როგორ იყო, სამართალდამცველი ორგანო აძლევს", - ამბობს კობა ნარჩემაშვილი, რომელიც საუბარს სკანდალური აუდიოჩანაწერის შეფასებით იწყებს:

- ჩემი აზრით, პიველ რიგში, ამ საქმეზე უნდა ჩატარდეს კომპეტენტური გამოძიება, ეს ცალსახაა იმიტომ, რომ თუ აპრიორი ვენდობით გამოძიებას, მან უნდა დაადგინოს ჩანაწერის ავთენტურობა, ან - არაავთენტურობა. შეიძლება იდეაში მე ვამბობდე, რომ ავთენტურია, მაგრამ თვითონ ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს მონტაჟის კვალი, ან დადგინდეს ის, რაც არსებითად ცვლის შინაარსს. ცალსახად იმის თქმა, რომ ჩანაწერში დანაშაულის ნიშნები იკვეთება, არ შეიძლება, ამიტომაა ჩასატარებელი გამოძიება. შესაბამისი სპეციალური ექსპერტიზების გარეშე, შეუძლებელია თქვა, როგორია უწყვეტობა, ავთენტურობა, არის თუ არა მონტაჟის კვალი... ამის გარეშე ისაუბრო იმაზე, რეალურად რასთან გვაქვს საქმე, ძალიან რთულია. პოლიტიკურად შეიძლება მივცეთ ამას შეფასება, მაგრამ სამართლებრივად შეფასებას ცალსახად სჭირდება კვალიფიციური გამოძიება.

- თქვენი აზრით, კანონის ფარგლებში მოქმედებდა ანზორ ჩუბინიძე? მუქარის შემთხვევაში, პოლიციისთვის ხომ არ უნდა მიემართა, რათა მას მოეხდინა რეაგირება მუქარაზე და, შესაბამისად, კვალიფიკაციაც მიეცა საქმისთვის?

- არსებობს სახლმწიფო დაცვის შესახებ კანონი. არ ვიცი, ამ სფეროში ექცეოდა თუ არა იმ დროს მისი დაცვის ობიექტი, ყოველ შემთხვევაში, თუ დადგინდებოდა, რომ მუქარა რეალური იყო, მაშინ ამ ვითარებაში უკვე პოლიცია და სამართალდამცველი ორგანოები უნდა ჩართულიყო, რომელსაც კვალიფიკაცია უნდა მიეცა საქმისთვის.

თუ პირი კერძო დაცვით არის უზრუნველყოფილი, მას ევალება გაარკვიოს, რამდენად რეალურია მუქარა და საფრთხე და ამის შემდეგ მიმართოს სამართალდამცველ ორგანოს. დაცვა თუ საფრთხეს რეალურად მიიჩნევს, ის ვეღარ გააგრძელებს ოპერირებას, უნდა მიმართოს შესაბამის ორგანოებს და ისინი უნდა ჩაერთონ საქმეში. ანუ საფრთხის გასანეიტრალებლად დაცვამ უნდა მიიღოს ყველა ზომა და შემდეგ იმის კვალიფიკაციას - რა იყო და როგორ იყო, აძლევს სამართალდამცველი ორგანო.

- ანუ დაცვა ვალდებული იყო პოლიციისთვის მიემართა და არა თავად ემოქმედა, შემდგომ... გააგრძელეთ კითხვა