"განჩინების გასაჩივრებას ქვეყნის შიგნით ვეცდებით, თუ ეს არ იქნება საკმარისი, განვიხილავთ შესაძლებლობას, მივმართოთ სტრასბურგს" - კვირის პალიტრა

"განჩინების გასაჩივრებას ქვეყნის შიგნით ვეცდებით, თუ ეს არ იქნება საკმარისი, განვიხილავთ შესაძლებლობას, მივმართოთ სტრასბურგს"

"ტვ პირველი" ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობის ამოღების ნებართვის თაობაზე სასამართლოს განჩინებას გაასაჩივრებს.

როგორც ტელეკომპანიის ადვოკატმა გიორგი მშვენიერაძემ ბრიფინგზე განაცხადა, თუ ქვეყნის მასშტაბით გასაჩივრება საკმარისი არ იქნება, შესაძლოა, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსაც მიმართონ.

ამასთან, ადვოკატის თქმით, "ტვ პირველი" მზადაა, საგამოძიებო უწყებას გადასცეს აუდიოფაილი, სადაც მოცემულია ჩანაწერი, მაგრამ "არ არსებობს დოკუმენტი, რის ამოღებასაც განჩინება ეძღვნება".

"დავიწყეთ აქტიური მუშაობა იმისთვის, რომ ის უკანონო და არასკონსტიტუციური სასამართლოს განჩინება, რომელიც გუშინ ჩაბარდა ტელეკომპანია "ტვ პირველს" გასაჩივრდეს ქვეყნის შიგნით სასამართლოში, რადგან, სანამ არსებობს ეს განჩინება და ის ძალაშია, მანამდე სამართალდამცველ ორგანოებს აქვთ შესაძლებლობა, იძულების სახით ნებსიმიერ დროს განახორციელონ "ტვ პირველში" იმ ნივთის ამოღება, რომელიც ფიზიკურად არ არსებობს და რომც არსებობდეს, ტელევიზია ამის გადაცემას არ აპირებს. განჩინება კარგად წარმოაჩენს გამოძიების სულისკვეთებას, რომელსაც ჩანაწერის შინაარსი არ აინტერესებს.

გარკვეული საკანომდებლო ხარვეზი არსებობს, მაგრამ ხარვეზის მიუხედავად მის გასაჩივრებას ქვეყნის შიგნით მაინც ვეცდებით, მაგრამ თუ ეს არ იქნება საკმარისი, განვიხილავთ შესაძლებლობას, მივმართოთ ადამიანის უფლებათ ერვოპულ სასამართლოსაც დროებითი ღონისძიების გამოყენებასთან დაკავშირებით",- განაცხადა მშვენიერაძემ.