"ვინც ცდილობენ ბასილაშვილს იმიჯი შეულახონ, გაწბილებულები დარჩებიან" - რატომ მიმართავს ჩოგბურთელის ადვოკატი ომბუდსმენს? - კვირის პალიტრა

"ვინც ცდილობენ ბასილაშვილს იმიჯი შეულახონ, გაწბილებულები დარჩებიან" - რატომ მიმართავს ჩოგბურთელის ადვოკატი ომბუდსმენს?

18:51 / 12-03-2021

"ვინც ცდილობენ ბასილაშვილს იმიჯი შეულახონ, გაწბილებულები დარჩებიან" - რატომ მიმართავს ჩოგბურთელის ადვოკატი ომბუდსმენს?

ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატი ირმა ჭკადუა ომბუდსმენს მიმართავს და მოუწოდებს, რომ ჩოგბურთელი მის მიმართ განხორციელებული სიძულვილის ენისგან დაიცვას.

როგორც ჭკადუა ამბობს, გუშინდელი გამარჯვების შემდეგ ბასილაშვილის მიმართ უამრავი შეურაცხმყოფელი პოსტი დაიწერა და მოუწოდებს ნინო ლომჯარიას, ფაქტით დაინტერესდეს.

"ადამიანები, რომლებიც საკუთარ თავს უწოდებენ უფლებადამცველებს, არღვევენ უდანაშაულობის პრეზუმფციას და კონსტიტუცუირ უფლებას, რადგან სასამართლოს არ დაუდგენია, რომ ბასილაშვილი არის მოძალადე.

მინდა მივმართო სახალხო დამცველს, რომ დაიცვას მისი ქვეყნის ყველაზე წარმატებული სპორტსმენი ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომლის მიმართ გამოყნებეულია სიძულვილის ენა. ის, რომ ბრალდებულია არ ნიშნავს, რომ მას არ აქვს უფლება მიიღოს ამა თუ იმ პროფესიულ საქმიანობაში მონაწილეობა. ადამიანები, ვინც ცდილობენ ბასილაშვილს იმიჯი შეულახონ, გაწბილებულები დარჩებიან" - აღნიშნა ჭკადუამ.

ცნობისთვის, დოჰას 250-ქულიანი ტურნირის მეოთხედფინალურ ეტაპზე, ქართველი ნიკოლოზ ბასილაშვილი შვეიცარიელ ლეგენდას, როჯერ ფედერერს დაუპირისპირდა და გამარჯვება მოიპოვა. პირველი სეტი ფედერერის გამარჯვებით დასრულდა, თუმცა ნიკოლოზმა მეორე სეტში გაათანაბრა და მესამე სეტიც მისი გამარჯვებით დამთავრდა. საბოლოოდ, ანგარიში სამ სეტში ბასილაშვილის სასარგებლოდ - 3:6, 6:1, 7:5 დაფიქსირდა.

ისტორიულ გამარჯვებას სოციალურ ქსელში უამრავი ადამიანი გამოეხმაურა. საზოგადოების ნაწილი წერდა, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი "ყოფილ ცოლზე მოძალადეა" და ახლა მისი ზენიტში აყვანა არასწორია.

წყარო