"იმის შიშით, რომ თურმე ევროპასთან არ დაგასმინოთ ვინმემ, რომ ქალზე მოძალადეს უცხადებენ სოლიდარობასო, ერთი სიტყვაც არ დაგისველებიათ ჩემი მხარდაჭერისათვის" - კვირის პალიტრა

"იმის შიშით, რომ თურმე ევროპასთან არ დაგასმინოთ ვინმემ, რომ ქალზე მოძალადეს უცხადებენ სოლიდარობასო, ერთი სიტყვაც არ დაგისველებიათ ჩემი მხარდაჭერისათვის"

"მივმართავ ოპოზიციის ლიდერებს , პოლიტიკოსებს იმის შიშით , რომ თურმე ევროპასთან არ დაგასმინოთ ვინმემ რომ ქალზე მოძალადეს უცხადებენ სოლიდარობასო , ერთი სიტყვაც არ დაგისველებიათ ჩემს მხარდაჭერისათვის"

სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ძალადობაში ბრალდებულ გოგი წულაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გლდანის ციხეში მყოფი პოლიტიკოსი წერილს ავრცელებს და საზოგადოებას მიმართავს:

"ჩემო მეგორებო და მხარდამჭერებო მოგესალმებით გლდანის ციხის, საკარანტინე კორპუსის 61 საკანში მჯდომი ივანიშვილების ოჯახის პირადი პატიმარი გოგი წულაია! პირველ რიგში რა თქმა უნდა, უნდა ითქვას, რომ აქ მთავარი არის ჩემი შეცდომის და გულუპრყვილობის ამბავი, ზედმეტი ნდობის შედეგი, მაშინ როდესაც მაფრთხილებდნენ მოსალოდნელი საფრთხის შესახებ ყველა სფეროს წარმომადგენლები, ასე მარტივად არ უნდა წამოვგებოდი ამ პროკაციას, მაგრამ მინდა ვთქვა რომ არავისთვის ჩემი საქციელით ზიანი არ მიმიყენებია.

"თუ გინდა მოწიინაღმდეგე

გაანადგურო მას დააბრალე ის

რასაც მთელი ცხოვრება ებრძვის"

ჩვენდა სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში პატარ პატარ გებელსები 21 საუკენშიც გადმოყვნენ, 1988 წლის შემდეგ ვარ ეროვნულ მოძრაობში და მის მერე ვაპროტესტებ და ვებრძვი რუსეთისგან საქართველოს გაწეულ ძალადობას.

ვებრძვი და ვაპროტესტებ კომუნისტებიდან დაწყებული ბიძინა სულთნით დამთავრებული, ვებრძოდი ყველა ადამიანს ვინც ძალადობდა მეორე ადამიანზე და ახლაც ვებრძვი ნამახვან ჰესის აშენებას რამეთუ ვთვლი რომ ეს არის ძალადობა ბუნბებაზე, ამ ყველაფრის ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს და ზუსტად აქ მტკიცდება, რომ დღესაც ჩვენ ქვეყანაში ბევრიან არიან გებელსები, გერინგები, ბერიები და ასე შემდეგ.

ახლა მივმართავ ოპოზიციის ლიდერებს, პოლიტიკოსებს იმის შიშით, რომ თურმე ევროპასთან არ დაგასმინოთ ვინმემ რომ ქალზე მოძალადეს უცხადებენ სოლიდარობასო, ერთი სიტყვაც არ დაგისველებიათ ჩემი მხარდაჭერისათვის, თუ კი ერთხმად ყველა ვთანხმდებით და ვამბობთ , რომ გიორგი რურუა არის პოლიტპატიმარი ( გამარჯობა, გიორგი მალე ამომწევენ კორპუსზე და გნახავ), მას პოლიციამ მოუწყო პროვოკაცია და ჩაუდო იარაღი და ჩემს შემთხვევაში პოლიციელები იყვნენ "უპატიონსესები" და ამ "პატიოსანმა" პოლიციელებმა სრული დაცვით დამაპატიმრეს კი ბატონო ეგრე იფიქრეთ.

ჩვენ ყველა ერთად ვყვირივართ, რომ საქართველო სასამართლიანი სასამართლო არ არებობს და ამის გამო ნიკა მელია (გამარჯობა ნიკა ) არის პოლიტპატიმარი. როგორ ფიქრობთ მე შემხვდა პატიოსანი უმწიკლო მოსამართლე და პატიოსნად გამასამართლა?

არ ვიცი, ეს რა ლოგიკააა და თუ ესე არ ფიქრობთ იქნებ მაღიაროთ ივანიშვილების ოჯახის პირად პატიმრად და ესეც გაიტანოთ ჩვენ მეგობრებთან, თუ როგორი კატასტროფული სიტუაცია არის ჩვენს ქვეყანაში, პოლიტპატიმრებს პირადი პატიმრებიც დაუმატეს.

რა ვიცი, რა ვიცი.

ჩემო მეგობრებო, ადამიანებო რომლებსაც გიყვარვართ და მოგწონვართ, თუ ამ საქციელის გამო ჩემდამი პატივისცემა არ გაგნელებიათ და თვლით ამ პროვოკაციის და ჩემი შეცდომისთვის ციხეში 6 წლით (ასე მიპირებენ) გატარების ღირსი არ ვარ, გთხოვთ თქვენს მხარდაჭერას !

პატივისცემით თქვენი გოგი წულაია.

ინფორმაციისთვის, პოლიტიკოს გოგი წულაიას სასამართლომ დახურულ სხდომაზე მიუსაჯა წინასწარი ორთვიანი პატიმრობა, რაც ბრალდებულმა გააპროტესტა იმ მოტივით, რომ მას "დასამალი არაფერი აქვს". მიუხედავად იმისა, რომ წულაია საჯაროობას მოითხოვდა, იმის გათვალისწინებით, რომ საქმე სქესობრივი დანაშაულის სავარაუდო ნიშნებს შეიცავს, პროცესი დაიხურა. სამართალდამცავებმა გოგი წულაია 16 მარტს მას შემდეგ დააკავეს, რაც შსს-ს ინფორმაციით, მან ნაქირავებ ბინაში ნაცნობ ქალზე იძალადა. თავდაპირველად გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობდა, რაც ძალადობას გულისხმობს. შემდგომში კი 138-ე მუხლად გადაკვალიფიცირდა, რაც სექსუალური ძალადობის მსგავს ქმედებას, სასჯელის ზომად კი 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

წყარო