რუსული მედია - საქართველო-რუსეთის საზღვარზე სატვირთო მანქანების მძღოლებს შორის მომხდარ ჩხუბს მკვლელობა მოჰყვა - კვირის პალიტრა

რუსული მედია - საქართველო-რუსეთის საზღვარზე სატვირთო მანქანების მძღოლებს შორის მომხდარ ჩხუბს მკვლელობა მოჰყვა

საქართველო-რუსეთის საზღვარზე სატვირთო მანქანების მძღოლებს შორის კონფლიქტს მკვლელობა მოჰყვა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ტელეკომპანია "360"-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა ნეიტრალურ ტერიტორიაზე, საქართველოს სამხედრო გზასთან ახლოს მოხდა და კონფლიქტში ჩართული ადამიანები არც რუსეთის და არც საქართველოს მოქალაქეები არიან.

ტელეკომპანიის ცნობით, შემთხვევის ადგილზე ქართველი გამომძიებლები ჩავიდნენ.