გურჯაანში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს - დაჭრილია 3 პირი - კვირის პალიტრა

გურჯაანში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს - დაჭრილია 3 პირი

გურჯაანში, სოფელ ჩუმლაყში 40 წლამდე მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლეს. დაჭრილია კიდევ 3 ადამიანი, რომლებიც გურჯაანის კლინიკაშია გადაყვანილი.

ერთ-ერთი ვერსიით, დაპირისპირება წარსულში მომხდარ უთანხმოებას უკავშირდება.

ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ.