თბილისში ქალის ცხედარი იპოვეს - არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილს ხელ-ფეხი ჰქონდა შეკრული - კვირის პალიტრა

თბილისში ქალის ცხედარი იპოვეს - არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილს ხელ-ფეხი ჰქონდა შეკრული

თბილისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე ქალის ცხედარი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილს ხელ-ფეხი ჰქონდა შეკრული და ჭრილობები ცივი იარაღით ჰქონდა მიყენებული.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

"ინტერპრესნიუსი"