უბედური შემთხვევა ლაგოდეხში - ავარიის შედეგად დაშავებული ერთი მამაკაცი გარდაიცვალა, 2 კი საავადმყოფოშია - კვირის პალიტრა

უბედური შემთხვევა ლაგოდეხში - ავარიის შედეგად დაშავებული ერთი მამაკაცი გარდაიცვალა, 2 კი საავადმყოფოშია

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, სოფელ კავშირში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, დაშავებული მამაკაცი კლინიკაში გარდაიცვალა.

შემთხვევა სოფელ კავშირში მოხდა. არსებული ინფორმაციით, Mერცედეს-ის მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და საგზაო სამსახურის თანამშრომელს დაეჯახა, რომელიც ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ასრულებდა.

რაც შეეხება დანარჩენ ორ მგზავრს, რომლებიც ავტომობილში იმყოფებოდნენ, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

დაშავებულები ლაგოდეხის "არქიმედეს" კლინიკაში არიან მოთავსებული.

შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ.