ვაჟა-ფშაველას გამზირზე მამაკაცი დაჭრეს - კვირის პალიტრა

ვაჟა-ფშაველას გამზირზე მამაკაცი დაჭრეს

თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, კაცი დაჭრეს. აღნიშნულ ინფორმაციას და ფოტოს "მთავარი" ავრცელებს.

შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაჭრასთნ დაკავშირებით, პოლიციამ ცხელ კვალზე ერთი პირი დააკავა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთლობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

რა გახდა დაპირისპირების მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.