"ცუდად გახდა, დაეცა და საავადმყოფოში გადაიყვანეს" - რას აცხადებს გოგი წულაიას ადვოკატი? - კვირის პალიტრა

"ცუდად გახდა, დაეცა და საავადმყოფოში გადაიყვანეს" - რას აცხადებს გოგი წულაიას ადვოკატი?

პოლიტიკოსი გოგი წულაია ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს“ წულაიას ადვოკატმა ვალერი გელბახიანმა განუცხადა.

“ჩემთან იყო შეხვედრა ჩანიშნული, მაგრამ ეს ვერ მოხერხდა. გამოსასვლელში ცუდად გახდა, დაეცა და საავადმყოფოში გადაიყვანეს“, - განაცხადა ადვოკატმა.

ცნობისთვის, გოგი წულაიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით წარუდგინეს, რაც სექსუალური ძალადობის მსგავს ქმედებას გულისხმობს. თავდაპირველად, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობდა, რაც ძალადობას გულისხმობდა. შსს-ს ინფორმაციით, წულაიამ ნაქირავებ ბინაში ნაცნობ ქალზე იძალადა.

წულაია მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების დღიდან, 19 მარტიდან მოყოლებული შიმშილობს.

"ინტერპრესნიუსი"