"გადასხმებს უკეთებენ დღეს მთელი დღე" - როგორია გოგი წულაიას ჯანმრთელობის მდგომარეობა - კვირის პალიტრა

"გადასხმებს უკეთებენ დღეს მთელი დღე" - როგორია გოგი წულაიას ჯანმრთელობის მდგომარეობა

პოლიტიკოსი გოგი წულაიას მდგომარეობა სტაბილურია. როგორც "ინტერპრესნიუსს" წულაიას ადვოკატმა, ვალერი გელბახიანმა განუცხადა, წულაიას კლინიკაში გადასხმებს უკეთებენ.

"გადასხმებს უკეთებენ დღეს მთელი დღე. სტაბილური სიტუაციაა. მედპერსონალი ამბობს, რომ მეთვალყურეობის ქვეშააა. ნორმალიზაცია მიდის. ახლაც შიმშილობს. უბრალოდ წვეთოვანზეა ახლა", - განაცხადა გელბახიანმა.

ცნობისთვის, გუშინ პოლიტიკოსი გოგი წულაია ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გოგი წულაიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით წარუდგინეს, რაც სექსუალური ძალადობის მსგავს ქმედებას გულისხმობს. თავდაპირველად, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობდა, რაც ძალადობას გულისხმობდა. შსს-ს ინფორმაციით, წულაიამ ნაქირავებ ბინაში ნაცნობ ქალზე იძალადა.

წულაია მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების დღიდან, 19 მარტიდან მოყოლებული შიმშილობს.

"ინტერპრესნიუსი"