შსს საქართველოში რუსი ჟურნალისტის ვიზიტზე განცხადებას ავრცელებს - კვირის პალიტრა

შსს საქართველოში რუსი ჟურნალისტის ვიზიტზე განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუს ჟურნალისტ ვლადიმერ პოზნერს ოკუპაციის შესახებ კანონი არ დაურღვევია.

როგორც "ინტერპრესნიუსს" უწყებაში განუცხადეს, პოზნერი აშშ-ის მოქალაქეა და საქართველოში აქამდეც არაერთხელ იმყოფებოდა.

"აღნიშნულ პირს, რომელიც არის აშშ-ის მოქალაქე, არ დაურღვევია კანონი ოკუპაციის შესახებ, იგი არაერთხელ არის ნამყოფი საქართველოში. რაც შეეხება მათ ქვეყანაში შემოსვლას, მთავრობის დადგენილების შესაბამისად, ნაწილს ჰქონდა კოვიდ პასპორტი, ხოლო ნაწილს „პისიარ“ ტესტის ცნობა“,- განმარტავენ უწყებაში.

ცნობისთვის, რუსი ჟურნალისტი საქართველოში დღეს ჩამოვიდა. სასტუმროსთან, სადაც ის ახლა მეგობრებთან ერთად იმყოფება, სამოქალაქო აქტივისტები აქციას მართავენ და მის ქვეყანაში ჩამოსვლას აპროტესტებენ.

"ინტერპრესნიუსი"