რიონის ხეობაში, სადაც მოსახლეობა "ნამახვანი ჰესის" მშენებლობას აპროტესტებს, პოლიციამ 2 პირი დააკავა.როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ორივე მათგანი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით 166-ე და 173-ე მუხლებით არის დაკავებული.ცნობისთვის, რიონის ხეობაში ხმაური და დაპირისპირება იყო."ნამახვანი ჰესის" მშენებლობის მოწინააღმდეგეები "ნამახვანი ჰესის" ინვესტორი კომპანიის "ენკა რინიუებზის" ახალ დირექტორს მერაბ ლომინაძეს დაუპირისპირდნენ.ფოტო: დავით ქაცარავა"ინტერპრესნიუსი"