"უკანონო პატიმრობაში ვარ, შესაძლებლობა რომ მომეცეს, ციხიდან ნამდვილად გამოვიქცეოდი"
"უკანონო პატიმრობაში ვარ, შესაძლებლობა რომ მომეცეს, ციხიდან ნამდვილად გამოვიქცეოდი"
უკანონო პატიმრობაში ვარ, შესაძლებლობა რომ მომეცეს ციხიდან ნამდვილად გამოვიქცეოდი პროტესტის ნიშნად",- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ "ტვ პირველთან" სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა.

როგორც ნიკა მელია აღნიშნავს, მას თავისუფლებისთვის გამოსასყიდს სთხოვენ.
"ფართოდ მეღიმება, როდესაც ვიღაც ამბობს "გირაო გადაიხადოს". გირაოს გადახდის ფორმალური მოთხოვნა აღარ არსებობს, გირაოს ამბავი წარსულს ჩაბარდა, პატიმრობა მაქვს შეფარდებული, ეს ვერ გაიგეს ამდენი ხანია. გირაოს კი არ ითხოვენ, ხარკსაც კი არ ითხოვენ, კლასიკური გაგებით გამოსასყიდს მთხოვენ თავისუფლებისთვის, ვხალისობ
ასეთ ვითარებაზე. რა გამოსასყიდი გადავიხადო?! გამოსასყიდი კი არა, უკანონო პატიმრობაში ვარ, შესაძლებლობა რომ მომეცეს, ციხიდან ნამდვილად გამოვიქცეოდი პროტესტის ნიშნად", - აცხდებს ნიკა მელია.

რაც შეეხება ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის ფასილიტატორების ჩართულობით მიმდინარე მოლაპარაკებებს, ნიკა მელიას თქმით, არჩევნების გარეშე ქვეყანაში კლიმატი ვერ შეიცვლება.

"მგონი ეს
ამ ქვეყანაში ბავშვსაც კი ესმის. დარწმუნებული ვარ, ოპოზიციის ბრძოლა არ არის ბრძოლა ბრძოლისთვის. ეს არის სახელმწიფოს სასარგებლოდ ორიენტირებული ბრძოლა, შედეგზე გათვლილი ბრძოლაა და არა ბრძოლა ბრძოლისთვის. ამიტომ, აზრს ვერ ვხედავ ისეთ შეთანხმებაზე ხელის მოწერაზე, სადაც არ იქნება მთავარი - ახალი არჩევნები, რომელიც კრიზისს დაძლევს",- აცხადებს ნიკა მელია.

"ინტერპრესნიუსი"

თემური
05 აპრილი 2021 02:00
ქართვეელი ჩე გე ვარა არ შედგა, ........................................... დრო ვერ შეარჩიეთ ...............

რუბრიკის სხვა სიახლეები