სოფელ რიონში ძმები მოკლეს - კვირის პალიტრა

სოფელ რიონში ძმები მოკლეს

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ რიონში ორი მამაკაცი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, მოკლულები ძმები არიან. ადგილობრივების ინფორმაციით, მკვლელობაში სავარაუდო დამნაშავე მათი ბიძაშვილია.

როგორც სოფელში აცხადებენ, მოკლულებს ბიძაშვილთან ორო დღის წინ კონფლიქტი ჰქონდათ, დღეს კი მათ ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა.

არსებული ინფორმაციით, მომხდარში სავარაუდო დამნაშავე პირი ჯერ პოლიციას დაკავებული არ ჰყავს. ადგილზე სამართალდამცველები და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

"ინტერპრესნიუსი"