"რამდენიმე დღის წინ უგინებია და დღეს იარაღით მოკლა ორივე" - რა გახდა წყალტუბოში ორი ძმის მკვლელობის მიზეზი
"რამდენიმე დღის წინ უგინებია და დღეს იარაღით მოკლა ორივე" - რა გახდა წყალტუბოში ორი ძმის მკვლელობის მიზეზი
წყალ­ტუ­ბოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ რი­ონ­ში ორი მა­მა­კა­ცი მოკ­ლეს. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მოკ­ლუ­ლე­ბი ძმე­ბი არი­ან. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მკვლე­ლო­ბა­ში სა­ვა­რა­უ­დო დამ­ნა­შა­ვე მათი ბი­ძაშ­ვი­ლია.

რო­გორც სო­ფელ­ში აცხა­დე­ბენ, მოკ­ლუ­ლებს ბი­ძაშ­ვილ­თან ორი დღის წინ კონ­ფლიქ­ტი ჰქონ­დათ, დღეს კი მათ ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან ეს­რო­ლა.

"ჩემი მე­ზობ­ლე­ბი არი­ან, სა­ში­ნე­ლი ამ­ბა­ვი ტრი­ა­ლებს. გარ­დაც­ვლი­ლე­ბი 25 წლამ­დე ძმე­ბი არი­ან. ვინც მოკ­ლა, ის ბი­ძაშ­ვი­ლად ეკუთ­ვნის, თან გვერ­დით მე­ზობ­ლე­ბი არი­ან. ერთ-ერთ ძმას რამ­დე­ნი­მე დღის­წინ უგი­ნე­ბია და დღეს ეს ბიჭი მთვრა­ლი ყო­ფი­ლა და ია­რა­ღით მოკ­ლა ორი­ვე",
- გა­ნუ­ცხა­და AMBEBI.GE-ს სო­ფელ რი­ო­ნის მცხოვ­რებ­მა.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მომ­ხდარ­ში სა­ვა­რა­უ­დო დამ­ნა­შა­ვე პირი ჯერ პო­ლი­ცი­ას და­კა­ვე­ბუ­ლი არ ჰყავს. ად­გილ­ზე სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი და ექ­სპერტ-კრი­მი­ნა­ლის­ტე­ბი მუ­შა­ო­ბენ.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" შსს-ში გა­ნუ­ცხა­დეს, მომ­ხდარ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 109-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში ჩა­დე­ნილ გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს.



მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები