"რამდენიმე დღის წინ უგინებია და დღეს იარაღით მოკლა ორივე" - რა გახდა წყალტუბოში ორი ძმის მკვლელობის მიზეზი - კვირის პალიტრა

"რამდენიმე დღის წინ უგინებია და დღეს იარაღით მოკლა ორივე" - რა გახდა წყალტუბოში ორი ძმის მკვლელობის მიზეზი

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ რიონში ორი მამაკაცი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, მოკლულები ძმები არიან. ადგილობრივების ინფორმაციით, მკვლელობაში სავარაუდო დამნაშავე მათი ბიძაშვილია.

როგორც სოფელში აცხადებენ, მოკლულებს ბიძაშვილთან ორი დღის წინ კონფლიქტი ჰქონდათ, დღეს კი მათ ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა.

"ჩემი მეზობლები არიან, საშინელი ამბავი ტრიალებს. გარდაცვლილები 25 წლამდე ძმები არიან. ვინც მოკლა, ის ბიძაშვილად ეკუთვნის, თან გვერდით მეზობლები არიან. ერთ-ერთ ძმას რამდენიმე დღისწინ უგინებია და დღეს ეს ბიჭი მთვრალი ყოფილა და იარაღით მოკლა ორივე", - განუცხადა AMBEBI.GE-ს სოფელ რიონის მცხოვრებმა.

არსებული ინფორმაციით, მომხდარში სავარაუდო დამნაშავე პირი ჯერ პოლიციას დაკავებული არ ჰყავს. ადგილზე სამართალდამცველები და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.