ოზურგეთში მომხდარ ავარიას ახალგაზრდა ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა - "მანქანაში დედა ორ მცირეწლოვანთან ერთად იმყოფებოდა"

ოზურ­გეთ­ში მომ­ხდარ ავა­რი­ას ახალ­გაზ­რდა ქა­ლის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა. შემ­თხვე­ვა ცოტა ხნის წინ აღ­მა­შე­ნებ­ლის ქუ­ჩა­ზე მოხ­და. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მა­ღა­ლი სიჩ­ქა­რით მოძ­რა­ვი "ჰუნ­და­ის" მარ­კის ავ­ტო­მო­ბი­ლის მძღოლ­მა საჭე ვერ და­ი­მორ­ჩი­ლა და ელექტრო­ბოძს შე­ე­ჯა­ხა.

მან­ქა­ნა­ში დედა ორ მცი­რე­წლო­ვან­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბო­და. შემ­თხვე­ვის შე­დე­გად ქალი გარ­და­იც­ვა­ლა, ხოლო ბავ­შვე­ბი სას­წრა­ფო-სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დამ კლი­ნი­კა "მე­დალ­ფა­ში" გა­და­იყ­ვა­ნა. რო­გორც ცნო­ბი­ლია, ერთ-ერთი მცი­რე­წლო­ვა­ნის მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მეა.

შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია
პო­ლი­ცია.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" შსს-ში გა­ნუ­ცხა­დეს, მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 276-ე მუხ­ლის მე- 6 ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის ან ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის წე­სის დარ­ღვე­ვას გუ­ლის­ხმობს, რა­მაც ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა გა­მო­იწ­ვია.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები