"კოღუაშვილი ერევნის ქუჩებში დაცვით გადააადგილდება და პოლიციას თვალთვალის უფლებაც არ აქვს" - რატომ ჩავიდა სომხეთში ქართველი "კანონიერი ქურდი"
"კოღუაშვილი ერევნის ქუჩებში დაცვით გადააადგილდება და პოლიციას თვალთვალის უფლებაც არ აქვს" - რატომ ჩავიდა სომხეთში ქართველი "კანონიერი ქურდი"
ფოტო:ბადრი კოღუაშვილი, ალენ სიმონიანი, აიკ სარგსიანი
საინფორმაციო სააგენტო "პრაიმ კრაიმის" ცნობით, გასულ კვირას ერევანს ქართველი "კრიმინალური ავტორიტეტი“ - ბადრი კოღუაშვილი ესტუმრა. რაც უნდა გასაკვირი იყოს, ქართველ "კანონიერ ქურდს“  სომეხი მაღალჩინოსნები დახვდნენ. მათ შორის იყო სომხეთის პარლამენტის ვიცესპიკერი ალენ სიმონიანი და მმართველი პარტიის წევრი, დეპუტატი აიკ სარგსიანი.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "პრაიმ კრაიმი“ წერს, ინფორმაცია ტელეგრამში გავრცელდა.

ტელეგრამში გავრცელებული ინფორმაციით, კოღუაშვილი სომხეთში პოლიტიკოსებმა მიიწვიეს. კოღუაშვილი წინასაარჩევნოდ სხვა კრიმინალურ ავტორიტეტებს უნდა შეხვდეს. ამ შეხვედრაზე ქართველი "კანონიერი ქურდი" სხვა კრიმინალური
სამყაროს წარმომადგენლებისგან პირობას მიიღებს, რომ ისინი ნიკოლ ფაშინიანისთვის არჩევნებზე საკმარისი რაოდენობის ხმებს მოიპოვებენ.

"კანონიერი ქურდი“ ერევნის ქუჩებში პირადი დაცვით გადააადგილდება და პოლიციის მე-7 განყოფილებას თვალთვალის უფლებაც არ აქვს“, - წერს ტელეგრამ-არხი.

შეგახსენებთ, რომ სულ მალე სომხეთში საპარლამენტო არჩევნები ახალი პროპორციული სისტემით ჩატარდება. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ
ფაშინიანმა განაცხადა, რომ 20 აპრილიდან 5 მაისამდე პერიოდში ფორმალურად გადადგება, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების თარიღად კი 20 ივნისი დაასახელა. (წყარო)
მოამზადა ნიკა გულუამ
ჟორა
10 აპრილი 2021 14:06
კანონიერი ქურდი იმას ნიშნავს, რომ კაცი, ქურდიც თვითონაა, კანონსაც თვითონ, რომ წერს და მისი აღსრულებაც მისი მოვალეობა რომაა, ანუ ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყნის მთავრობები, საქართველოს ჩათვლით, ყოველთვის კანონიერ ქურდებად ითვლებოდნენ და არიან. ასე, რომ აქ კიდევ გასარკვევია ვინაა კანონიერი ქურდი და ვინ კიდევ უკანონო.
რა გიკვირთ
08 აპრილი 2021 18:55
იგივეა საქართველოში.

რუბრიკის სხვა სიახლეები