ნიკა მელიას სასამართლო პროცესზე დასწრების შესაძლებლობა არ მისცეს
ნიკა მელიას სასამართლო პროცესზე დასწრების შესაძლებლობა არ მისცეს
"ნაციონალური მორაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია სასამართლო პროცესს, სადაც მისთვის აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვაზე უნდა იმსჯელონ, არ დაესწრება.

როგორც მელიას ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა სასამართლო პროცესამდე ჟურნალისტებს განუცხადა, მიუხედავად დაცვის მხარის შუამდგომლობისა, მისი ინფორმაციით, მელიას პროცესზე დასწრების შესაძლებლობა არ აქვს.

"ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ეტაპირება არ განხორციელდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ჯერ კიდევ 6 აპრილს ვიშუამდგომლეთ სასამართლოსთან, რომ მას მისცემოდა დასწრების შესაძლებლობა ამ უმნიშვნელოვანეს სასამართლო პროცესზე, ჩვენი ინფორმაციით, ეტაპირება არ მოხდა და მელია
სასამართლო სხდომას არ დაესწრება",- განაცხადა კონდახიშვილმა.

გათავისუფლდება თუ არა ნიკა მელია პატიმრობიდან, დღეს გახდება ცნობილი.

სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 11:00 საათზეა დანიშნული. დღევანდელ პროცესზე სასამართლო მელიას მიმართ შეფარდებულ აღკვეთ ღონისძიებას - პატიმრობას გადასინჯავს.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები