"მიუკარებლობაზე მქონდა პრეტენზია და დაიჭირეს" - რას აცხადებს დავით კოდუას მეუღლე - კვირის პალიტრა

"მიუკარებლობაზე მქონდა პრეტენზია და დაიჭირეს" - რას აცხადებს დავით კოდუას მეუღლე

ოჯახში ძალადობის ფაქტზე დაკავებულ ბიზნესმენის, დავით კოდუას ცოლი, ნათია გედევანიშვილი პირველ კომენატრს აკეთებს. "რუსთავი 2"-თან ის ამბობს, რომ სურდა კოდუასთვის შემაკავებელი ორდერი გამოეწერათ, დაკავება კი მისთვის მოულოდნელობა აღმოჩნდა.

"მე საერთოდ მიუკარებლობაზე მქონდა პრეტენზია (შემაკავებელი ორდერი) და დაიჭირეს, არ ველოდებოდი", - ამბობს დავით კოდუას მეუღლე.

ცნობისთვის, ოჯახში ძალადობის ფაქტზე ბიზნესმენი დავით კოდუა დააკავეს. არსებული ინფორმაციით, საქმე ეხება კოდუას მხრიდან მეუღლისა და ქალიშვილის მიმართ ძალადობას.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება 126- პრიმა მუხლით მიმდინარეობს.

"ინტერპრესნიუსი"