"საყვარლის გამო ვიჩხუბეთ... მაგიდა ავუყირავე... თვალი "კრესლოს" მივარტყი..." - კვირის პალიტრა

"საყვარლის გამო ვიჩხუბეთ... მაგიდა ავუყირავე... თვალი "კრესლოს" მივარტყი..."

ბიზნესმენი დავით კოდუას ცოლი, ნათია გედევანიშვილი, გუშინ ღამით მათ ოჯახში მომხდარ დაპირისპირებაზე საუბრობს.

როგორც გედევანიშვილმა ჟურნალისტებს საპატრულო პოლიციის განყოფილების დატოვების შემდეგ განუცხადა, მეუღლის დაჭერა არ სურდა, თუმცა ითხოვს, რომ მას შემაკავებული ორდერი გამოუწერონ.

"წუხელ მოხდა ოჯახური კონფლიქტი სახლში, ეს ძალადობა არ ყოფილა, უბრალოდ სიტყვიერი კონფლიქტი მოხდა. მაგიდის აყირავებაც იყო, მე ავაყირავე მაგიდა. კონფლიქტი ქალის გამო დაიწყო. მინდა, რომ გამოუწერონ მიუკარებლობა, მისი დაჭერა სულ არ მინდა. ვუთხარი, რომ მოსულიყვნენ და გამოეწერათ ორდერი. ვითხოვ კვალიფიკაციის შეცვლას, საერთოდ არ იყო დაჭერაზე საუბარი, მინდოდა, რომ ორდერი გამოეწერათ, რომ არ მისულიყო ძალადობამდე", - აღნიშნა ნათია გედევანიშვილმა.

რაც შეეხება კითხვას, მის თვალთან არსებულ დაზიანებასთან დაკავშირებით, გედევანიშვილი აცხადებს, რომ თვალი სავარძელს თავად მიარტყა.

შეგახსენებთ, ოჯახში ძალადობის ფაქტზე ბიზნესმენი დავით კოდუა დააკავეს. არსებული ინფორმაციით, საქმე კოდუას მხრიდან მეუღლისა და ქალიშვილის მიმართ ძალადობას ეხება. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება 126-პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს.

იხილეთ ვიდეო: