"წითური ალის" გახმაურებული მკვლელობა რუსეთში - რა მოხდა მოსკოვის ერთ-ერთ ფიტნეს კლუბში?
"წითური ალის" გახმაურებული მკვლელობა რუსეთში - რა მოხდა მოსკოვის ერთ-ერთ ფიტნეს კლუბში?
საინფორმაციო სააგენტო "პრაიმ კრაიმის" ცნობით, 12 აპრილს მოსკოვში, დაახლოებით დღის სამ საათზე, აზერბაიჯანული წარმოშობის, პეტერბურგელი "კრიმინალური ავტორიტეტი" ალიკ ჰეიდაროვი, იგივე "წითური ალბერტი" მოკლეს. როგორც ამბობენ, დედ ჰასანის მკვლელობის შემდეგ, ეს მეორე შემთხვევაა, როცა მოსკოვში "კანონიერ ქურდს" კლავენ.

რუსული საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, 41 წლის აზერბაიჯანელი "კანონიერი ქურდი" ერთ-ერთი მდიდრული საცხოვრებელი კომპლექსის ფიტნეს კლუბში მოკლეს. სწორედ ამ საცხოვრებელ კომპლექსში ცხოვრობდა ჰეიდაროვიც. როგორც ცნობილია, ის ფიტნეს კლუბში დაცვის თანხლებით იმყოფებოდა, თუმცა უცნობებმა "კრიმინალური
ავტორიტეტი" ცეცხლსასროლი იარაღის გასროლით მოკლეს. (წყარო)

"წითური ალიკი" 2012 წელს ცნობილი "კანონიერი ქურდის" დედ ჰასანის კლანის წევრებმა "მონათლეს" და ამბობენ, მისი ერთ-ერთი ნათლული თავად დედ ჰასანი იყო.

"კრიმინალური ავტორიტეტის" ნადირ სალიფოვის მკვლელობის შემდეგ, ის აზერბაიჯანში კრიმინალურ სამყაროში წამყვან ფიგურად მოიაზრებოდა. ახალგაზრდა "კანონიერი ქურდი" საკმაოდ გამბედავიც
იყო და ფუფუნებაშიც ცხოვრობდა.

ჯერ ზუსტად არავინ იცის, ვინ შეიძლება იდგეს "წითური ალის" მკვლელობის უკან, თუმცა შეგახსენებთ, რომ გასულ წელს "კანონიერი ქურდის" 40 წლის იუბილეზე დაგეგმილმა ფლეშმობმა გაანაწყენა სამართალდამცავები და ეჭვი გაუჩინა მის თანამოძმეებსაც.

"წითურმა ალიკმა" დაბადების დღეზე ფლეშმობი მოიწყო. უეცრად სტუმრებთან "ომონის" ფორმაში გადაცმული მამაკაცები შემოვარდნენ და მაშინ, როცა ყველას ეგონა სპეცოპერაცია ტარდებოდა, ალიკი, რომელიც მაგიდის თავში იჯდა, წამოდგა, მრისხანედ გადახედა ყველას, "ომონის" წარმომადგენლებმა კი ჰეიდაროვის წინაშე მუხლი მოიყარეს. როგორც ამბობენ, ეს არ იკმარა აზერბაიჯანელმა და მათ გენიტალიებიც აჩვენა. დაბადების დღეზე მომხდარი კი კამერით გადაიღეს.

სააგენტოს ინფორმაციით, სწორედ ეს ვიდეო გახდა ახალი "ქურდული ომის" დაწყების მიზეზი...


მოამზადა ნიკა გულუამ

არა ტროლი
13 აპრილი 2021 11:42
ძალოვანი არასდროს არავის არაფერს პატიობს, ...................................
beso
12 აპრილი 2021 23:08
„მრისხანედ გადახედა ყველას, "ომონის" წარმომადგენლებმა კი ჰეიდაროვის წინაშე მუხლი მოიყარეს. როგორც ამბობენ, ეს არ იკმარა აზერბაიჯანელმა და მათ გენიტალიებიც აჩვენა. დაბადების დღეზე მომხდარი კი კამერით გადაიღეს.“ ეს რა ქურდულია? თქვენ წერთ ამას მე კი არა, ხოლო ეს თუ ასეა, მაშინ რა გაგებაა. საერთოდ სადაა აქ გაგება. მადლობა უთხრას უფალს, რომ არა ქურდად არ წასულა იმ ქვეყნად. >>>>>>>>>>>>>>>>>>>სხვა თუ არაფერი ეს პალაჟენიის დარვევაა პირველ რიგში, მასზე ყველას ერთად მოეთხოვება პასუხი, ფორმულის დარღვევაა>>>>>>>>>>>>>ყველას რაც მოეთხოვება ეს განხილვას ექვემდებარება>>>>>>>>>>>>>გაგება მსოფლმხედველობაა და არა მასხარაობა და ბოროტება. გაუმარჯოს იაპონიასა და პოლონეთს, სადაც დალაგებულია ეს ყველაფერი და ადამიანები ცხოვრობენ და წინ მიდიან ცხოვრების კეთებაში.

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები