აქტივისტების ინფორმაციით, შსს-სთან დაპირისპირების დროს რამდენიმე პირი დააკავეს.დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც აქტივისტები შენობაში შესვლას ითხოვდნენ, რისი საშუალებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს.აქციის მონაწილეები სამოქალაქო აქტივისტის გიორგი მუმლაძის დაკავებას აპროტესტებენ და შსს-ს მისი გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ.შსს-ს ინფორმაციით, "ქართული ოცნების“ ოფისთან გამართულ აქციაზე, გიორგი მუმლაძე პოლიციის თანამშრომლების მიმართ წინააღმდეგობისა და ფიზიკური შეურაცხყოფის ბრალდებით დააკავეს. შსს-ს ცნობით, დანაშაული 2-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს."ინტერპრესნიუსი"